ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               შაბათი, 21.12.2024, 21:28


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ოქტომბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 16 » რეზო ბარაბაძე: "ახლა ევროპაში წასვლას აზრი არ აქვს"
23:28
რეზო ბარაბაძე: "ახლა ევროპაში წასვლას აზრი არ აქვს"


საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ფორვარდი რევაზ ბარაბაძე სექტემბრის დასაწყისში დანიაში გაემგზავრა, სადაც დავით დევდარიანის კლუბ "ორჰუსში" ისინჯებოდა. მას შემდეგ 22 წლის თავდამსხმელის შესახებ არაფერი გვსმენია - ჩაირიცხა თუ არა, ან სად არის და რას საქმიანობს? დავინტერესდით და დავადგინეთ, რომ რეზო ოთხიოდე დღის წინ დაბრუნდა თბილისში, დანიურ კლუბში კი ვერ ჩაირიცხა. თუ რატომ, ამის შესახებ თავად გვიამბობს.

"დანიაში სექტემბერში გავემგზავრე და ერთი კვირა "ორჰუსში" ვვარჯიშობდი, მაგრამ კარში დარტყმებზე ვარჯიშის დროს მუხლმა შემაწუხა. შემდეგ "ორკარის" დროს მუხლში ფეხი ძალიან ცუდად მომარტყეს და ისევ ამტკივდა. თუმცა განსაკუთრებული ყურადღება მაინც არ მიმიქცევია და ექიმთან მისვლას არც ვაპირებდი.

დევდარიანმა მითხრა, ჩვენი სპორტული დირექტორი ვარჯიშს უყურებდა და გთხოვს, ექიმთან მიხვიდე და გაესინჯოო. დავუჯერე და წავედი ექიმთან, რომელმაც გული გამიხეთქა - ჯვარედინი იოგების მყესები აღმოჩნდა დაჭიმული. ორიდან ექვს თვემდე დასვენება მირჩია, ასეთ მდგომარეობაში ვარჯიში დაუშვებელიაო. დარჩენას რა აზრი ჰქონდა და ბელგიაში იმ ექიმთან ჩავედი, რომელმაც შარშან მენისკის ოპერაცია გამიკეთა. მან დამამშვიდა - საშიში არაფერია, ოღონდ ათი დღე დაისვენეო.

ეს დრო გავიდა და უკვე ერთი კვირაა, ინდივიდუალურად ვვარჯიშობ, თავს საკმაოდ კარგად ვგრძნობ და არაა გამორიცხული, იანვრამდე საქართველოს ჩემპიონატში ვითამაშო. თუმცა წინასწარ ვიცი, რომ კლუბის შერჩევის დროს აუცილებლად გავითვალისწინებ - გუნდი როგორ საფარზე ვარჯიშობს და თამაშობს. ხელოვნურსაფარიან მოედანს ვერიდები, რადგან იქ ტრავმის გამეორების საკმაოდ დიდი რისკი არსებობს. დაახლოებით 10 დღეში ყველაფერი გაირკვევა. ევროპაში წასვლას კი აზრი არ აქვს, რადგან ახლა სატრანსფერო ფანჯარა ყველგან დახურულია. მართალია, თავისუფალი აგენტი ვარ და გუნდში ჩარიცხვის უფლება ნებისმიერ დროს მაქვს, მაგრამ სეზონის მსვლელობისას ჩასვლას და გასინჯვას აზრი არ აქვს და ამაში "ორჰუსშიც" დავრწმუნდი. ყოველ მესამე-მეოთხე დღეს თამაში იყო და ჩემზე დასაკვირვებლად, ელემენტარულად, მწვრთნელს დროც არ რჩებოდა.

არადა, თავდამსხმელი ჰაერივით სჭირდებოდა და ამის გამო, დევდარიანს, რომელიც ნახევარმცველია, ფორვარდად ათამაშებდა. თუმცა ექიმის დიაგნოზის შემდეგ "ორჰუსზე" ვინ ფიქრობდა, ვნატრობდი, სერიოზულ ტრავმას გადავურჩე-მეთქი. ცუდი ისაა, რომ დაბადების დღე, 4 ოქტომბერი, ბელგიის კლინიკაში გადავიხადე და არა - სადმე უფრო სასიამოვნო გარემოში", - ამბობს გულდაწყვეტილი ბარაბაძე.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

ნანახია: 914 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!