სფფ–ს
პრეზიდენტი, ზვიად სიჭინავა რეგიონალური ფედერაციების პრეზიდენტებს
შეხვდა. საუბარი საქართველოს რეგიონებში ბავშვთა ფეხბურთში არსებული
პრობლემებს მომავალი საფეხბურთო სეზონისათვის დასახული გეგმების
განხორციელების გზების კოორდინაციულ ძიებასა და სხვა მიმდინარე საკითხებს
შეეხო.
სიჭინავასთან
შეხვედრაზე იმყოფებოდნენ აჭარის, გურიის, სამეგრელოს. იმერეთის, შიდა
ქართლის, კახეთის, თბილისის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონალური
ფედერაციების პრეზიდენტები. შეხვედრის უმთავრესი საკითხი ბავშვთა
ფეხბურთში არსებული პრობლემები იყო. საუბარი შეეხო ბავშვთა ტურნირებზე
მსაჯთა მომსახურების ანაზღაურებისათვის საჭირო დაფინანსების წყაროს
ცვლილებას. სიჭინავას განცხადებით ფეხბურთელთა მშობლებისაგან მსაჯთა
ანაზღაურების შეგროვების მანკიერი სისტემა შეცვლას საჭიროებს.
ამავე
შეხვედრაზე რეგიონალურ ფედერაციებს გადაეცათ პროგრამათა პაკეტი, რაც
საფეხბურთო სკოლების შემოწმებასა და 2010–2011 წლის სეზონისათვის
ლიცენზირების სისტემაზე მათ გადასვლას გულისხმობს. აღნიშნული პროგრამა
სფფ–ს აღმასკომის მიერაა დამტკიცებული. ასევე განიხილეს თითოეული
რეგიონალური ფედერაციის მიმდინარე წლის ბიუჯეტი.
მსგავსი
ტიპის სამუშაო შეხვედრები სფფ–ში პერმანენტულად ტარდება; საკითხთა
თემატიკის მიხედვით მასში ჩართულია ფედერაციის შესაბამისი განყოფილებები.
სფფ–ს ბავშვთა ფეხბურთის განყოფილებას გამართული შეხვედრის შემდეგ,
რეგიონალური ფედერაციების მუშაობის ანგარიშის მომზადება დაევალა.
სფფ–ს პრესსამსახური
|