გუშინ, შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართულმა წილისყრამ, რუსთავის
"ოლიმპს" მეტოქედ ყაზახური "აქტობე" არგუნა. ვფიქრობ, ქართველი
გულშემატკივრისათვის ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს,რას ფიქრობენ მეტოქე
გუნდის ფეხბურთელები საქართველოს ჩემპიონთან მომავალ დაპირისპირებაზე.
ემილ კენჟისარიევმა ადგილობრივ პრესასთან მცირე კომენტარი გააკეთა.
შეგახსენებთ,რომ ეს ყირგიზი ფეხბურთელი ადრე "ასტანაში" ასპარეზობდა და
2007-08 წლების სეზონში,რუსთავის "ოლიმპის" წინააღმდეგაც უთამაშია.
-ემილ, მეტოქის შესახებ რას იტყოდით ?
- მათ წინააღმდეგ სამი წლის წინ ვითამაშე. მაშინ, ყოველგვარი
პრობლემების გარეშე შევძელით ამ ბარიერის დაძლევა. ახლა, არ ვიცი როგორ
თამაშობენ. ალბათ, შემადგენლობაც შეიცვლებოდა. (მას შემდეგ,
"ოლიმპის" შემადგენლობაში ლამის ასამდე სხადასხვა ფეხბურთელმა
ითამაშა. სჩანს, ყაზახეთში ჩვენი ''გენიალური''მენეჯმენტის შესახებ
არაფერი იციან. ავტ. )
- როგორ ფიქრობთ, ამ ბარიერის გადალახვა შესაძლებელია ?
- არ ვიცი ახლა როგორ თამაშობენ. სამი წლის განმავლობაში, ბევრი რამე შეიძლება შეიცვალოს.
- წილისყრის შედეგით კმაყოფილი ხართ ?
- დიახ, პრინციპში კმაყოფილი ვარ, მეტოქე არ ისე ძლიერია. ვნახოთ, თამაში აჩვენებს ყველაფერს.
goli.ge
|