29
ივნისს, 14 საათზე, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის
საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საქართველოს პროფესიული ფეხბურთის
ლიგის კონფერენცია.
კონფერენციის დღის წესრიგში შეტანილია შემდეგი საკითხები:
1.
2010-2011 წლების სეზონში უმაღლესი, პირველი ლიგების და თასის გათამაშების რეგლამენტის დამტკიცება
2.
სუპერთასის მატჩის გამართვის თარიღის დამტკიცება
3.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დუბლშემადგენლობის და ჭაბუკთა ლიგის გათამაშებების პფლ-ის ეგიდით ჩატარების შესახებ.
4.
პირველ ლიგაში დავალიანების მქონე კლუბების საკითხის განხილვა
5.
სხვა მიმდინარე საკითხები.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბები.