დღეს, საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგამ, რიგით XIV კონფერენცია
გამართა, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი იქნა განხილული.
საქართველოს XXII XXII ერვონული ჩემპიონატი 6-7 აგვისტოს დაიწყება და
ისევ 10 გუნდი მიიღებს მასში მონაწილეობას. რაც შეეხება "ლოკომოტივსა" და
"გაგრას", როგორც პროფესიული ფეხბურთის ლიგის პრეზიდენტმა გია ფირცხალავამ
განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი გუნდი კერძო მფოლბელობაშია,
მათ რეგლამენტის მიხედვით იხელმძღვანელეს, უმაღლეს ლიგაში შემოვიდა ფოთის
"კოლხეთი" და ქუთაისის "ტორპედო", შესაბამისად, ლიგა დატოვეს "გაგრამ" და
ლოკომოტივმა".
რაც შეეხება პირველ ლიგას, პირველი ლიგა 16 გუნდით დაკომპლექტდება და ორ წრედ ჩატარდება ჩემპიონატი.
გია ფირცხალავა: "უმაღლესი ლიგიდან შემდეგშიც ბოლო ორ ადგილზე
ადგილზე გასული გუნდი დატოვებს, რაც შეეხება ბოლოდან მესამე ადგილზე გასულ
გუნდს, მას გადათამაშება პირველი ლიგის მესამე ადგილზე გასულ გუნდთან
მოუწევს. ეს წახალისებასავით იქნება".
დუბლების ჩემპიონატი, სამი წრის მაგივრად, ამჯერად 4 წრედ ჩატარდება.
დუბლების თამაშები გაიმართება უმაღლეს ლიგაში მონაწილე გუნდების თამაშების
კალენდრის მიხედვით, ამ თამაშების მეორე დღეს.
თასის ფინალი, 26 მაისის ნაცვლად, 13 მაისს შედგება. ის ოთხეული,
რომელიც ევროტურნირზე გამოდის, მეოთხედფინალიდან ჩაერთვება თასის
გათამაშებაში. მეთექვსმეტედფინალები და მერვედფინალები, წინის მსგავსად,
ერთმანტჩიანი იქნება.
სუპერთასი 20 ოქტომბრეს გაიმართება. როგორც პფლ-ის პრესატაშემ მიხეილ
აბაიშვილმა განაცხადა, ვინაიდან ერთმანეთს სუპერთასზე "ოლიმპი" და "ვიტ
ჯორჯია" დაუპირისპირდნენ და ორივე ეს გუნდი რუსთავში თამაშობს, თამაში
ნეიტრალურ მოედანზე გაიმართება.
ჩემპიონატი, როგორც გითხარით, 6-7 აგვისტოს დაიწყება და პირველი ეტაპი
12 დეკემბერს დასრულდება. მეორე ეტაპი 12-13 თებერვალს დაიწყება,
ჩემპიონატი 27 მაისს დასრულდება.
რაც შეეხება მედიაკომპანია "კოლხიდასა" და პფლ-ის თანამშრომლობას,
როგორც გია ფირცხალავამ განაცხადა, "კოლხიდას" დამფუძნებელმა უნდა
გაარკვიოს დეტალები და 31 ივლისამდე გადაწყდება პარტნიორობის საკითხი.
"დიას" დაჯილდოების ცერემონიალი, რომელიც ყოველ წელს, ჩემპიონატის
დასრულების შემდეგ იმართება, პლფ-ის სტაფის თქმით, უახლოეს კვირებში
გაიმართება.
"ვინაიდან ფინანსური პრობლემები იყო წელს, ვმუშაობთ აღნიშნული
საკითხის აღმოფხვრაზე და "დიას" დაჯილდოება გაიმართება ისე, როგორც ეს მას შეჰფერის", - განაცხადა მიხეილ აბაიშვილმა.
goli.ge
|