ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 26 » პფლ-ის საგანგებო განცხადება
00:09 პფლ-ის საგანგებო განცხადება |
საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგა აღშფოთებას გამოთქვამს იმ ყოვლად გაუმართლებელი მოვლენების მიმართ, რასაც ადგილი ჰქონდა 24 ოქტომბერს ფოთში, ”კოლხეთსა" და ”სიონს" შორის მე- 11 ტურ ის კალენდარული მატჩის დასრულების შემდეგ, საუბრის და განსჯის სხვა თემაა შეხვედრის მსაჯების წინააღმდეგ ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობები. ამის თაობაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო- ტექნიკური კომიტეტი თავის გადაწყვეტილებას მიიღებს. შემაშფოთებელი და მთელი ქართული საფეხბურთო სამყაროს მიერ დასაგმობია ის ქმედებები, რომელიც მედიის, კონკრეტულად კი ტელეკომპანია ”რუსთავი 2”- ის გადამღები ჯგუფის წინააღმდეგ იყო განხორციელებული. საომარი მოქმედებების დროსაც კი, მედიის წარმომადგენელი მეომარი მხარეების მიერ ნეიტრალურ სუბიექტად არის მიჩნეული და მისი ხელშეუხებლობა საერთაშორისო კონვენციებითაა უზრუნველყოფილი. ძალიან სამწუხაროა, რომ მატჩის ორგანიზატორებმა ვერ მოახერხეს არა მხოლოდ მედიის შეუფერხებელი მუშაობისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა, არამედ სულ უმცირესი: მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგა სრულ მხარდაჭერას უცხადებს ”რუსთავი 2”- ის გადამღებ ჯგუფს. გმობს ამ ვანდალიზმის აქტს და უმკაცრეს ზომებს გაატარებს, რათა მსგავსი რამ ქართულ საფეხბურთო ცხოვრებაში აღარ განმეორდეს.
საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის პრესსამსახური
|
ნანახია: 816 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|