”ოთხთა დინამოს” ტურნირი, რომელიც ივლისის პირველ რიცხვებში რუსეთის დედაქალაქში
გაიმართება, ცვლილებები განიცადა. როგორც მოგეხსენებათ, ამ ტურნირზე ჩვენი 13-გზის
ჩემპიონიც იყო მიწვეული, მაგრამ ”ვიტ ჯორჯიასთან” ფინალურ შეხვედრაში მარცხმა
”დინამოს” განრიგიც შეცვალა. კლუბი ევროპის ლიგის გათამაშებაში 1-ლი ეტაპიდან
ჩაერთვება, რომლის შეხვედრებიც 1 და 8 ივლისს გაიმართება. შესაბამისად თბილისის
”დინამო” მოსკოვში ვერანაირად ვერ გაემგზავრება.
ამიტომ ტურნირის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს მოწვევა ბუქარესტებლებისათვის
გაეგზავნათ. რუმინელებისაგან საბოლოო პასუხი ჯერ მიღებული არ არის. ამ ტურნირზე
ასევე ითამაშებენ კიევის, მოსკოვის და მინსკის ”დინამოები”.
გიორგი ლუკიანცევი championat.ge
|