გუშინ, რუსეთის პირველ დივიზიონში, ერთმანეთს დაუპირსპირდნენ კალინინგრადის "ბალტიკა" და ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგა", სადაც მთავარი მწვრთნელის ფუნქციას ჩვენი თანამემამულე ომარ თეთრაძე ასრულებს. ამასთანავე, აღნიშნულ კლუბში ორი ქართველი ფეხბურთელიც ირიცხება : ოთარ მარცვალაძე, რომელიც კლუბის მთავრი მეგოლეა და ედიკ საჯაია.
როგორც მოგეხსენებათ, გუშინდელი თამაში ფრედ, გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. ჩვენდა გასაკვირად და სამწუხაროდ თავის გამოჩენა "ვოლგას" ქართველმა ბომბარდირმაც ვერ შეძლო.
"ვულოცავ მასპინძლებს კარგ თამაშს. ისინი უფრო ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან, თუმცა საკუთარი მომენტები ვერ გამოიყენეს. შეიძლება ითქვას, რომ ფორტუნა ჩვენს მხარეზე იყო და მატჩის ბოლოსკენ შეგვეძლო კიდეც მატჩის ბედის ჩვენს სასარგებლოდ გადაწყვეტა. სამწუხაროდ, მომენტების რეალიზებასთან დაკავშირებით კვლავ პრობლემებია. გუნდური თამაშითაც უკმაყოფილო ვარ. თუმცა , მე არ შემიძლია იმის თქმა რომ ბიჭები არ ცდილობდნენ. დღეს-დღეისობით როგორი მომზადებულებიც ვართ, ისეთ თამაშს ვაჩვენებთ. რაც შეეხება ამ სეზონის მიზანს, ის არავის გაუქმებია. უნდა გამოვიდეთ მინდორზე და ყველა მატჩში უნდა ვითამაშოთ მხოლოდ მოსაგებად" - განაცხადა ომარ თეთრაძემ.
__________________________________________________________________________________
რატი ახალაია
goli.ge