`გაგრას` ახალგაზრდა ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი რამდენიმე დღეა რაც
საქართველოდან გაემგზავრა, კიევში ავსტრიის ვიზა მიიღო და დღეს უკვე,
გუნდთან ერთად პირველი ვარჯიშიც გამართა. ჩვენებურმა თავის გამოჩენა
პირველივე ვარჯიშზე მოახერხა.
ორმხრივ თამაშში, სადაც ოქრიაშვილის "გუნდი" 2:0 მარცხდებოდა
"მეტოქესთან", "ზენიტის" თორნიკე ოქრიაშვილმა 2 ბურთი გაუტანა მეტოქეს და
ანგარიში გაათანაბრა.
საბოლოოდ კი 4:2 მოიგეს ორმხრივი მატჩი.
თორნიკე ოქრიაშვილს ლუჩიანო სპალეტი პირადად შეხვდა ჩასვლისთანავე. დღევანდელი
ვარჯიშის შემდეგ, როგორც სპალეტი, ასევე კლუბის სხვა წარმომადგენლები
მოხიბლულები არიან ოქრიაშვილით. თამაშის შემდეგ ქართველმა ოვაციები
დაიმსახურა. მყოფი "ზენიტი" თავის
პირველ შეხვედრას, სწორედ "ზესტაფონის" წინააღმდეგ გამართავს და ოქრიაშვილს
სწორედ იქ მიეცემა თავის გამოჩენის შანსი.
goli.ge
|