საფეხბურთო კლუბ ”გაგრას” ახალგაზრდა შემთევი თორნიკე ოქრიაშვილი, რომელიც სანკტ-პეტერბურგის ”ზენიტში” სინჯებზე იმყოფება, 20 ივნისს გუნდს დატოვებს და სამშობლოში დაბრუნდება, იუწყება Bobsoccer.ru.
გუშინ ქართველი ფეხბურთელი ინდივიდუალურად ვარჯიშობდა და გუნდის
ორმხრივ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. შესაძლებელია, ის დღეს მაინც
ათამაშონ ტრნავის ”სპარტაკის” წინააღმდეგ.
წყარო ვარაუდობს, რომ ოქრიაშვილის ბედი თვის ბოლომდე უნდა გადაწყდეს.
აღსანიშნავია, რომ თორნიკემ მოაწონა თავი კლუბის სამწვრთნელო შტაბს, თუმცა
ისინი მასში უფრო პერსპექტიულ მოთამაშეს ხედავენ, ვიდრე ძირითადის წევრს.
სავარაუდოდ, ქართველი ტალანტის ბედი ”ზენიტის” გენერალური დირექტორის,
მაქსიმ მიტროფანოვის შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ გადაწყდება.
championat.ge