მოგეხსენებათ, საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი თორნიკე
ოქრიაშვილი ცოტა ხნის წინ სანკტ–პეტერბურგის "ზენიტში" სინჯებზე გახლდათ.
თუმცა როგორც ჩანს, რუსული ვარიანტი ჩაიშალა. ''გაგრას" 18 წლის შემტევი ნახევარმცველი, თორნიკე ოქრიაშვილი
უკრაინული ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდში, უეფას თასის გათამაშების ბოლო
გამარჯვებულ დონეცკის ''შახტარის" ახალგაზრდულ გუნდში 6 თვით ითამაშებს.
ამ ინფორმაციას თავად უკრაინული კლუბის ვებ-გვერდი ადასტურებს და ძალიან
აქებს ჩვენებურს.
საიტის ცნობით, ოქრიაშვილი არასტანდარტული ტექნიკით გამოირჩევა, რომელიც მაღალ სიჩაქარესთან არის შერწყმული.
ოქრიაშვილმა უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება და ''შახტარში" იჯარის
წესით, 6 თვის განმავლობაში ითამაშებს. თუ ქართველი ფეხბურთელი თავის
გამოიჩენს, დონეცკური კლუბის ხელმძღვანელობა უფლებას იტოვებს საბოლოოდ
გამოისყიდოს იგი.
|