ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               კვირა, 18.08.2019, 14:13


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ოქტომბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 19 » ნეტავ ვინ იყო ჩვენი 17-წლამდელების გუნდის 10 ნომერი
18:23
ნეტავ ვინ იყო ჩვენი 17-წლამდელების გუნდის 10 ნომერი


საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების სასტარტო ტურში მკვეთრად წარმოჩნდა "ოლიმპის" თავდამსხმელი ბაჩო არაბული. 188 სმ სიმაღლისა და 77 კგ წონის ეს 16 წლის ფორვარდი პოლონელთა გუნდის დაცვასა და მეკარე ხშირად ურღვევდა სიმშვიდეს. გამარჯვების გოლი გაიტანა და დუბლის შესრულების შესაძლებობაც ჰქონდა. გუშინდელი მატჩის შემდეგ, გულშემატკივარი ტრიბუნაზე უკვე კითხულობდა, თუ ვინ იყო ჩვენი გუნდის 10 ნომერი. ეს ბაჩო არაბულია, რომელსაც მატჩის შემდეგ რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

- ბაჩო, საუბარი პოლონელებთან მატჩით დავიწყოთ...
- დაძაბული მატჩი გამოვიდა, ანგარიშიც გარდამავალი იყო, პოლონელებმა ბოლომდე იბრძოლეს. მეტოქემ, მეორე ტაიმში უხეშობას უმატა, რადგან სხვა ვერაფერი დაგვიპირისპირა, მაგრამ თამაში მოგებამდე მაინც მივიყვანეთ. ვინც ეს მატჩი ნახა, ალბათ ყველა დაგვეთანხმება, რომ დამსახურებულად მოვიგეთ.

- როგორ ფიქრობთ, რით დაჯაბნეთ მეტოქე?
- ჩვენებურად, ტექნიკურად ვეთამაშეთ. რა თქმა უნდა, მწვრთნელის დავალებები შევასრულეთ და მეტოქეს ვაჯობეთ. რა თქმა უნდა, გულშემატკივრის აქტიურობამ და საშინაო მოედნის ფაქტორმაც თავისი როლი ითამაშა.

- თქვენი გოლი გადამწყვეტი გამოდგა ამ შეხვედრაში...
- დიახ, ისე მოხდა, რომ ჩემი გლით მოვიგეთ, მაგრამ ეს გამარჯვება მთელი გუნდის დამსახურებაა. უბრალოდ საჭირო მომენტში გავიტანე ბურთი. ავთო ენდელაძემ ანგარიში გახსნა, მაგრამ პოლონელებმა პენალტით მალე გაათანაბრეს ანგარიში და ამით ფსიქოლოგიური უპირატესობა მათ მხარეს გადავიდა. სამ წუთში გავიტანე და ეს საჭირო გოლი იყო, ამის შემდეგ ფსიქოლოგიურად მომგებიან ვითარებაში აღმოვჩნდით და ეს უპირატესობა ბოლომდე შევინარჩუნეთ.

- დუბლის შესრულებაც შეგეძლოთ და საერთოდ - უკეთესი სხვაობით მოგებაც...
- კი, მაგრამ პირველი მატჩის მაინც რთულია და ეს მეტოქესაც ეტყობოდა. მეორე გოლიც უნდა გამეტანა, მაგრამ სტუმრები ხარიხამ იხსნა.

- ჰუფნაგელზე რა წარმოდგენის ხართ?
- ჩვენი გუნდისთვის დიდი ძალაა. ლუკას თამაში შესაძლოა ისე არ ჩანს, როგორც შემტევი ფეხბურთელების, მაგრამ მოედანზე დიდ საქმეს აკეთებს. მომდევნო მატჩებში უფრო მეტად გაიხსნება და უფრო ნათლად გამოიკვეთება მისი თამაში.

- პოლონეთი კი დავამარცხეთ, მაგრამ წინ ინგლისთან და შვედეთთან მატჩები გველის...
- ამ 3 ქულით კარგი ფორა მოვიპოვეთ. თუმცა არ უნა ჩავთვალოთ, რომ უკვე თავი ქუდში გვაქვს. ინგლისს ყველ ჯგუფის ფავორიტად მიიჩნევს, მაგრამ ჩვენ მასპინძლები ვართ და სასირველი შედეგისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ.

- როგორ ფიქრობთ, შვედეთი პოლონეთზე ძლიერი გუნდია თუ ისეთივე ან შედარებით სუსტი?
- შვედებმა ინგლისთან 0:3 წააგეს, მაგრამ სკანდინავიელებს პოლონეთზე უკეთესი თუ არა, ნაკლები გუნდი არ უნდა ჰყავდეთ. წინ ორი რთული მატჩი გველის და საშინაო კედლების ფაქტორი უნდა გამოვიყენოთ. შვედებსა და ინგლისელებს ტანმაღალი გუნდი ეყოლებათ და კოზირად ისევ ჩვენი, ტექნიკური ფეხბურთი უნდა გამოვიყენოთ.

- სასტარტო მატჩში ჩინებულად წარმოჩნდი, პოლონელთა თავკაცმაც გამოგარჩია. შესაბამისად, თქვენს მიმართ ინტერესიც გაჩნდა. თქვენს მოკლე წარსულზეც გვითხარით...
- ვარჯიში "მიმინოს" აკადემიაში დავიწყე, მერე კი "ოლიმპში" გადავედი და ახლაც ამ გუნდში ვარ. ჩემი მწვრთნელი გია ცეცაძეა. ამ სეზონის დასაწყისში კი "ოლიმპის" დუბლებში გადამიყვანეს, გიორგი დევდარიანის გუნდში.



ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
ნანახია: 564 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2019
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!