არენდის ვადის ამოწურვის შემდეგ, ბაქოს "ინტერის" რიგები დატოვა
ქართველმა მცველმა, გიორგი ნავალოვსკიმ, როგორც მოგეხსნებათ, ის სეზონის
მეორე ნახევარში აზერბაიჯანის ჩემპიონში მხოლოდ განათხოვრების წესით
იმყოფებოდა.
მისი რეალური მესაკუთრე კი, რუსეთის პრემიერ ლიგაში მოასპარეზე კლუბი,
მახაჩკალას "ანჟი" გახლავთ, რომელთან ერთადაც ის პირველ დივიზიონში
ასპარეზობდა.
აზერბაიჯანული პრესის ინფორმაციით, ბაქოურ კლუბს სურვილი იყო ქართველის
ფეხბურთელის არენდის ვადის გახანგძლივება, თუმცა, როგორც "აფასპორტი"
იუწყება, აღნიშნულის თაობაზე დაღესტანურ კლუბთან შეთანხმება ვერ მოხრეხდა
და მომავალი სეზონიდან გიორგი ნავალოვსკი კვლავ დაღესტანურ კლუბს
დაუბრუნდება. შესაძლებელია, "ანჟის" სურვილი დაებრუნებინა ქართველ მცველი
გამოწვეული იყოს იმითაც, რომ ჩვენი თანამემულე რუსეთის მოქალქეობით
სარგებლობს და სასურველ სათამაშო კონდიციაში ყოფნის შემთხვევაში,
ლეგიონერებზე დაწესებული ლიმიტი მასზე არ იმოქმედებს .
რატი ახალაია goli.ge
|