როგორც ყაზახური პრესა იუწყება, "აქტობეს" რიგები დატოვა
ნახევარმცველმა სერგეი როდიონოვმა და კარიერის "ჟეტისუში" გააგრძელება
გადაწყვიტა. ამის მიზეზად, ფეხბურთელის უთამაშებლობა სახელდება.
მუხლის ტრავმა მიიღო და დაახლოებით ერთკვირიანი შვებულება გამოიწერა
აკჟოლ სერიკჟანოვმა. შესაბამისად, იგი გუნდს ვერ დაეხმარება ყაზახეთის
პრემიერ ლიგის მე-18 ტურში, სადაც "აქტობე" სტუმრად "ქაირათს"
დაუპირისპირდება.
აღსანიშნავია,რომ აღნიშნული მატჩის შემდეგ, ყაზახეთის ჩემპიონებს
რუსთავის "ოლიმპთან" დაპირისპირებამდე ოფიციალური შეხვედრის გამართვა აღარ
უწევთ.
საინტერესოა, 16 დღიანი პაუზა როგორ აისახება გუნდის სათამაშო კონდიციებზე.
goli.ge
|