ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » ივნისი » 11 » მსოფლიო ჩემპიონატი და საქართველო
15:54 მსოფლიო ჩემპიონატი და საქართველო |
სულ ცოტაც და მორიგი მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყება. ერთი თვის განმავლობაში პლანეტის მამაკაცთა უმრავლესობა (და არა მხოლოდ მამაკაცთა) იმაზე იმსჯელებს, თუ ვინ მოიგებს, ვინ გაიტანს გოლს და ა.შ. მათ შორის ქართველი მაყურებელიც ”თავისიანებს” უქომაგებს.
აგერ უკვე 80 წელია რაც გუნდები ერთად იკრიბებიან და საუკეთესოს ავლენენ. აქამდე 18 მუნდიალი ჩატარდა. კარგია საუკეთესო მომენტების, გოლების, წარმატებების გახსენება, მაგრამ... ეს მაინც სხვისია. საქართველო ამ დღესასწაულზე მაინც ”უცხოა”. მართალია, საბჭოთა კავშირის ნაკრებში 15-მდე ქართველ ფეხბურთელს უთამაშია მსოფლიოზე, მაგრამ იმ სახელმწიფოს იმ დროს სსრკ ერქვა, საქართველოს კი დამოუკიდებლად ასპარეზობის ბედნიერება ჯერ არ ჰქონია...
ქართველებს ფეხბურთი ყველაზე მეტად გვიყვარს, აბა რას მივაწერო უცხო ქვეყნის ფან-კლუბების ჩამოყალიბება და მათ გამო ტირილი და განცდები? გვიყვარს, მაგრამ ჩვენი ფეხბურთი ნამდვილად არ არის ახლა იმ დონეზე, მსგავს ტურნირზე მოსახვედრად რომ იყოს მზად. ეს ესმის, როგორც გულშემატკივარს, სპეციალისტებს და მოთამასეებსაც. ცალკეული გამონაკლისების გარდა ქართველი მოთამაშეების უმრავლესობა არ არის დღეს მზად მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშოს. არც ფიზიკურად და არც ტაქტიკურად...
რა თქმა უნდა, შეგვიძლია გავიხსენოთ ჩვენი ნაკრების ცალკეული გამონათობები (თუმცა ბოლო ციკლში მასეთი არ მახსენდება), როდესაც საქართველოს ნაკრებმა ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეს (მაგ. კამერუნთან), მაგრამ ეს მხოლოდ ეპიზოდებია... წარმოვიდგინოთ ჩვენი მეკარეების და მცველების სახეები, როდესაც კრიშტიანო რონალდუ, დავიდ ვილა და ნიკოლა ანელკა გოლს გაიტანენ. მაშინვე გაახსენდებათ მათი დაპირისპირებები ამა თუ იმ ფეხბურთელთან და იტყვიან, რომ ამ მომენტში უკეთ ითამაშებდნენ.
იმედი უნდა ვიქონიოთ იმის, რომ აფრიკული ჩემპიონატი რაღაცას მაინც ასწავლის ჩვენს ფეხბურთელებსა თუ მწვრთნელებს. პირველები, ალბათ, ფინტებსა და დრიბლინგებს ისწავლიან, მეორენი კი ახალ სათამაშო სქემებს და ელემენტებს. მაგრამ ეს ყველაფერი მათ აუცილებლად უნდა გამოიყენონ ევრო-2012 შესარჩევის დროს, მოახლოვებულ ევროთასებზე, ან სულაც საქართველოს ჩემპიონატში.
ახლა ჩვენი მიზანი უნდა იყოს ”პატარა” ევროპული ქვეყნების მაგალითების შესწავლა და მათი გზის გავლა. შეუძლებელი ამაში არაფერი არ არის. ამის ნათელი მაგალითი კი სლოვენიის ნაკრებია. მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი არც ქვეყნის მასშტაბია და არც მისი ბიუჯეტი, მთავარია საქმისადმი სერიოზულად და სწორად მიდგომა, ქვეყნის სიყვარული და ერისთვის თავდადება. სანამ ეს ”მარტივი” გრძნობა ფეხბურთელებს არ ჩამოუყალიბდებათ, ჩვენი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისაგან ისევ შორს იქნება...
championat.ge
|
ნანახია: 840 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
რეკლამა |
|
|
|