2010
წლის 23 ივნისს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ავსტრიული შეკრების ბოლო
საკონტროლო მატჩი გამართა. ზესტაფონელთა მეტოქე რუსული ფეხბურთის ერთ-ერთი
საუკეთესო წარმომადგენელი, მოსკოვის საფეხბურთო კლუბი ”დინამო” გახლდათ.
საბჭოთა კავშირის 11-გზის ჩემპიონებსა, თასის 6-გზის
და რუსეთის თასის 1995 წლის მფლობელებს, უეფას თასების მფლობელთა თასის
1971-1972 წლის გათამაშების ფინალისტებს დღეს ჩერნოგორიელი სპეციალისტი მიოდრაგ ბოჟოვიჩი წვრთნის. გუნდში რუსეთის, მოლდოვის, ლიტვის, ავსტრალიის, რუმინეთის, უკრაინისა და გერმანიის ეროვნული ნაკრებების ფეხბურთელები ირიცხებიან. რად ღირს მხოლოდ მხოლოდ ვალერი ვორონინისა და კევინ კურანის (გერმანელი გუნდს 1 ივილისიდან შეუერთდება) სახელები.
შეხვედრა ქალაქ მატრაის ძალიან ლამაზ და თანამედროვე "ტაუერნშტადიონზე" გაიმართა და ადგილობრივი დროით 18:00 (თბილისის დროით - 20:00) საათზე დაიწყო. მატჩის
პირველი წუთები ქართველთა საგრძნობი უპირატესობით წარიმართა და 20-ე
წუთისთვის ზესტაფონელებმა 4 საგოლე მომენტიც გაატანეს ქარს - სამჯერ
მიზანთან ახლოს მარტო ნიკოლოზ გელაშვილიზაალ ელიავას მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ გადარჩნენ. დინამოელებმა იმერელთა კარისკენ პირველად 21-ე წუთზე გაისროლეს - ედგარას ჩესნაუსკასის შორიდან დარტყმული ოდნაც ასცდა როინ კვასხვაძის კარს, ხოლო შემდეგ ეპიზოდში ქართველ გოლკიპერს მთელი თავის ოსტატობის დემონსტრირება მოუხდა რუმინელი ადრიან როპოტანის უძლიერესად დარტყმულის მოსაგერიებლად. 26-ე წუთზე ზესტაფონელები დაწინაურდნენ - ნიკოლოზ გელაშვილის ოსტატური გადაცემის შემდეგ ჯაბა დვალი მოსკოველთა გოლკიპერ ანტონ შუნინთან პირისპირ დარჩა, ცრუმოძრაობით მეკარესაც და დინამოელ მცველსაც ასცდა და ბურთი ბადეში აუღელვებლად გადაგზავნა. მალევე ნიკა გელაშვილს. ამის შემდეგ რამდენიმე წუთში ანგარიში გათანაბრდა - 39-ე წუთზე დენის კომბაროვმა შეტევის მარცხენა ფლანგიდან არგენტინელი ლეანდრო ფერნანდესის გაკეთებული გამჭოლი პასი შეირგო. აღსანიშნავია ის, რომ ტაიმის განმავლობაში ზესტაფონელი მცველების საიმედო თამაშის გამო სახელგანთქმულ უკრაინელ გოლეადორ ანდრიი ვორონინს ქართველთა კართან რაიმე განსაკუთრებული ხიფათის შექმნის საშუალება არ მისცემია. იყო, ერთხელაც მოსკოველები ისევ შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ თავისიანები ამჯერად რუსმა გოლკიპერმა გადაარჩინა
მეორე ტაიმში მიოდრაგ ბოჟოვიჩმა და გია გეგუჩაძემ მრავალი ცვლილება განახორციელეს, მოედანზე რუსული გუნდის შემადგენლობაში დმიტრი ხოხლოვი, ალექსანდრ სამედოვი და იგორ სემშოვი გამოჩნდნენ.
მით უფრო გასაკვირი იყო ზესტაფონელთა ის შთამბეჭდავი უპირატესობა, რომელიც
მეორე ტაიმის მსვლელობისას გამოიკვეთა, ქართველები ბურთსაც და
ტერიტორიასაც მეტად აკონტროლებდნენ და სახიფათო მომენტებსაც ძალიან ხშირად
ჰქმნიდნენ. 54-ე წუთზე ზაალ ელიავას ჩაწოდების შემდეგ ჯაბა დვალმა რუსთა საჯარიმოში ბურთისთვის ბოლომდე იბრძოლა და მარგველები ისევ დააწინაურა. ამის შემდეგ თავის გამოჩენის შანსი ორჯერ გიორგი ხიდეშელს მიეცა - პირველ შემთხვევაში იმერელთა ტანმაღალი მცველის დარტყმა დინამოელთა კარის ხარიხამ მოიგერია, ხოლო მეორეში - შეტევაში გიორგის მშვენიერი ჩართვა მეკარე ანტონ შუნინმა გააუვნებელჰყო. 70-ე წუთზე კი ისევ ჯაბა დვალმა გამოიჩინა თავი და მოსკოველებს თავი მათ კარში შესრულებული "ჰეთ-თრიკით" დაამახსოვრა.
ბოლო 20 წუთში მოედანზე ზესტაფონელთა შემადგენლობაში მრავალი ახალგაზრდა
ფეხბურთელი გამოჩნდა, მაგრამ საგოლე მომენტები კვლავაც რუსული გუნდის
კართან იქმნებოდა - თავის გამოჩენა შეეძლოთ გოგი ფიფიას, საბა ლომიასა და ნიკოლოზ ჩიხლაძეს, თუმცა ზესტაფონელთა მხრიდან დღეს გოლების გატანა მხოლოდ ჯაბა დვალს ეწერა - 3-1.
23/06/2010. ”ზესტაფონი” - ”დინამო” (მოსკოვი, რუსეთი) 3-1
("ტაუერნშტადიონი" მატარი, ავსტრია)
1-3
”დინამო”: შუნინი, კოვალჩიკი (გრანატი, 46), ეპურიანუ, ფერნანდესი (კარაკინი, 73), კოლოდინი, რებკო (ხოხლოვი, 46), კ. კომბაროვი (სამედოვი, 61), როპოტანი (სემშოვი, 46), ჩესნაუსკისი (დ. კომბაროვი, 61), ვორონინი (სმოლოვი, 46), კოკორინი (მინ კიუ ლი, 70).
”ზესტაფონი”:
კვასხვაძე, ბენაშვილი (გეწაძე, 80), ონიანი (კობახიძე, 69), ხიდეშელი
(მიქაბერიძე, 77), ელიავა (მაკარიანი, 73), დაუშვილი (ჭანკოტაძე, 73),
ბაბუნაშვილი (ფიფია, 61), აფციაური (ძარია, 11), გრიგალაშვილი
(გორგიაშვილი, 69), გელაშვილი (ლომია, 69), დვალი (ჩიხლაძე, 73 (ფილია,
88)).
ხვალ, 25 ივნისს საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" სამშობლოში დაბრუნდება და უეფას ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი მატჩისათვის მზადებას უკვე ზესტაფონში გააგრძელებს ...
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური