საქართველოსა და მალტის ეროვნულ ნაკრებ გუნდებს შორის 8 ოქტომბერს გასამართ მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა მოძრავი სალაროს მეშვეობით კვლავ შესაძლებელია.
დღეიდან მოძრავი სალარო თბილისის ხალხმრავალ ადგილებში გაჩერდება და ევროპის 2012 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენის მსურველებს მოემსახურება.
საქართველოსა და მალტის ეროვნულ ნაკრებ გუნდებს შორის დაგეგმილ მატჩზე დასასწრები ბილეთები 3, 5, 10 და 15 ლარი ეღირება.
ყველა გულშემატკივარს, ვინც მოძრავი სალაროს მეშვეობით 5 ნებისმიერი ღირებულების ბილეთს შეიძენს საჩუქრად მეთორმეტე მოთამაშის მაისური გადაეცემა.
მოძრავ სალაროსთან ერთად უკვე 5 ოქტომბრიდან ამუშავდება ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის 10 სალაროც.
მოძრავი სალაროს გადაადგილების მარშრუტი:
4 ოქტომბერი – ჭავჭავაძის გამზირი, თსუ–ს მიმდებარე ტერიტორია
სააკაძის მოედანი, სტუ–ს მიმდებარე ტერიტორია
5,6 ოქტომბერი – ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორია
7 ოქტომბერი – ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორია
|