საქართველოს 21-ე ჩემპიონატის გამარჯვებულის, რუსთავის ”ოლიმპის” კაპიტანი და ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე დავით იმედაშვილი აზერბაიჯანში ჩავა და იქაურ ჩემპიონატში მეორეზე გასულ, ლიანკორანის ”ხაზარში” სინჯებს გაივლის.
იმედაშვილი კლუბს შეკრებაზე გაჰყვება და თუ აზერებს თავს მოაწონებს, იქნებ კონტრაქტიც გაუფორმონ.
”ოლიპის” აწ უკვე ყოფილი კაპიტანი გამორჩეული იყო საქართველოს ჩემპიონატში და დიდი წვლილი მიუძღვის რუსთაველთა გაჩემპიონობაში. გასაგებია, რომ აზერბაიჯანული კლუბები ფინანსურად უფრო წელგამართულნი არიან, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ფული კარიერაში წინსვლისათვის გადამწყვეტი არ არის.
ასევე ყოვლად მიუღებელია, როცა ჩემპიონი გუნდის კაპიტანი და წამყვანი მოთამაშე აზერბაიჯანის დარ საფეხბურთო ქვეყნებში სინჯებზე მიდის.
სანამ მსგავსი ტენდენცია გაგრძელდება ჩვენს ქვეყანაში, შორს ნამდვილად ვერ გავფრინდებით...