რუსეთის პირველი დივიზიონის მე-17 ტურში ომარ თეთრაძის გაწვრთნილმა
”ვოლგამ” გასვლაზე ერთ-ერთი კონკურენტი სოჭის ”ჟემჩუჟინა” 2:0 დაამარცხა
და 26 ქულით მეშვიდე ადგილამდე აღზევდა.
ორივე გოლი ქართველი თავდამსხმელის ოთარ მარცვალაძის ანგარიშზეა,
რომელმაც თავი 70-ე და 70-ე წუთებზე გამოიჩინა. მარცვალაძე 89-ე წუთზე
შეცვალეს. სრულად ჩაატარა შეხვედრა ”ვოლგას” კიდევ ერთმა ქართველმა ედიკ
საჯაიამ.
მარცვალაძეს უკვე 9 გოლი მოუგროვდა მიმდინარე გათამაშებაში.
ბომბარდირთა დავაში ის მეორე ადგილზე იმყოფება და მხოლოდ სპარტაკ გოგნიევს
(”კამაზი”) ჩამორჩება, რომელსაც 12 გოლი აქვს შეგდებული.
championat.ge