ომარ თეთრაძის "ვოლგამ" შინ 4:1 გაანადგურა "ბალტიკა". ქართველი
სპეციალისტის გუნდი რუსულ პრემიერლიგაში აღზევების რეალური კანდიდატია -
"ვოლგა" 60 ქულით მე-2 ადგილზეა. მართალია, ნიჟნი ნოვგოროდელები 10 ქულით
ჩამორჩებიან "ყუბანს", მაგრამ უშუალო კონკურენტ "ნიჟნი ნოვგოროდს" 2 ქულით
უსწრებენ. სავარაუდოდ, სწორედ თანაქალაქელები გაითამაშებენ პრემიერლიგის
მე-2 საგზურს.
"ვოლგამ" ერთბაშად 4 გოლი გაიტანა და, ბუნებრივია,
ოთარ მარცვალაძე ისე არ დარჩებოდა - ოთარმა შეხვედრის 39-ე წუთზე 2:0
გახადა ანგარიში, 70-ე წუთზე კი ჩვენებური შეცვალეს. მასპინძელთა რიგებში
შეუცვლელად ითამაშა გიორგი ნავალოვსკიმ, 57-ე წუთზე თეთრაძემ გოჩა ხოჯავა
შეცვალა. მარცვალაძემ სეზონში მე-15 გოლი (27 მატჩში) გაიტანა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
|