ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2011 » აპრილი » 9 » მალე: პროლიცენზია საქართველოში
17:18 მალე: პროლიცენზია საქართველოში |
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია განაგრძობს მწვრთნელთა მომზადებას და
სასწავლო პროცესმა დედაქალაქიდან რეგიონებშიც გადაინაცვლა. იმერეთის,
კახეთისა და აჭარის მთავარ ქალაქებში B ლიცენზიის კურსები ტარდება და
წარმატებული მსმენელები ლიცენზიებს მალე მიიღებენ.
"გავითვალისწინეთ
რეგიონებში მცხოვრებ მწვრთნელთა თხოვნა და გადავწყვიტეთ, კურსები მათთვის
უფრო მოსახერხებელ ადგილებში ჩაგვეტარებინა. ქუთაისში, თელავსა და ბათუმში.
მწვრთნელთა მომზადების დონეს გამოცდები დაგვანახებს, ინტერესი კი მართლაც
დიდია. სულ ამ სამი რეგიონიდან კურსებზე დაახლოებით 70 სპეციალისტი დადის",
- გვითხრა სფფ-ის ტექნიკურმა დირექტორმა და მწვრთნელთა განათლების
პროგრამის ხელმძღვანელმა გაიოზ დარსაძემ. ქართველ ინსტრუქტორებთან ერთად
მწვრთნელებს ფიზმომზადების ფრანგი სპეციალისტი ჟაკ დევიმიც ამზადებს. ალბათ
გახსოვთ, რომ დარსაძის მთავარმწვრთნელობისას იგი საქართველოს ეროვნულ
ნაკრებში მუშაობდა, დღეს კი კოტ დივუარის მთავარ საფეხბურთო გუნდშია.
უახლოეს მომავალში B ლიცენზიის დასაუფლებელ კურსებს, სავარაუდოდ, გორიც უმასპინძლებს. ბუნებრივია, A, B და C ლიცენზიების პროგრამა თბილისშიც გაგრძელდება.
გვაქვს
იმის სოლიდური შანსიც, რომ უახლოეს პერიოდში პრო-ლიცენზიის მისაღებად
ქართველმა მწვრთნელებმა საზღვარგარეთ კი აღარ იარონ, მას სამშობლოშივე,
მშობლიურ ენაზე დაეუფლონ. ბუნებრივია, ეს სიახლე პრო-ლიცენზიის მფლობელ
ქართველთა რაოდენობას მკვეთრად გაზრდის, რადგან მსურველებს საქართველოში
სწავლა ბევრ ხარჯს აარიდებს.
ქართველი მწვრთნელები სისტემატურად
ესწრებიან უცხოურ სემინარებს. ბელგიური ვოიაჟის შესახებ უკვე გიამბეთ, ამას
კი იტალიაში, "სკუადრა აძურას" კოვერჩანოს ბაზაზე გავლილი სტაჟირება
მოჰყვა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ იქ ძირითადად ბავშვთა ფეხბურთში
მომუშავე სპეციალისტები მიავლინა. იტალიაში არაერთი ევროპული ქვეყნის
წარმომადგენლები იყვნენ და მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება და ნოვაციები
გაუზიარეს. ქართველებს განსაკუთრებული რეკომენდაციები მისცა ბელგიის
ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურმა დირექტორმა მიშელ საბლონმა, რომელიც
უეფაში ქართული ფეხბურთის კურატორია.
რამდენიმე დღის წინ კი დარსაძე
ყაზახეთიდან დაბრუნდა, სადაც უეფამ "გრასრუტსის" (მასობრივი ფეხბურთის)
კომისიის წევრის სტატუსით მიავლინა. ქართველ სტუმარს უნდა შეემოწმებინა,
რამდენად მზადაა ყაზახეთი აღნიშნულ პროგრამაში ჩასართავად. დარსაძე ნანახით
კმაყოფილი დარჩა და მასპინძლებს ერთადერთი რეკომენდაცია მისცა - ჩ
კატეგორიის ლიცენზიის კურსების მოწყობა, რაზეც ყაზახებმა სრული მზადყოფნა
გამოთქვეს. დარსაძე მათ ივლისის დასაწყისში ეწვევა და ნახავს, როგორ
შესრულდა რეკომენდაცია.
ზოგადად, ე.წ. საფეხბურთო პირამიდა სამი
საფეხურისგან შედგება და "გრასრუტსი" მისი ქვედა საფეხურია. შუალედური
რგოლია საფეხბურთო სკოლები და აკადემიები, კენწეროში კი, ცხადია,
პროფესიული ფეხბურთია მოქცეული.
"მსოფლიოს ჩემპიონატზე სამივე
საპრიზო ადგილი ევროპელებმა რომ აიღეს, ეს სულაც არ არის შემთხვევითი.
ევროპელთა წარმატების საიდუმლო ისაა, რომ მათ "გრასრუტსის" პროგრამას დიდი
ყურადღება დაუთმეს და შედეგიც მოიმკეს. შედარებისთვის, გერმანიაში ყველა
ასაკში თუ კატეგორიაში ორივე სქესის 6,5 მილიონი ფეხბურთელია
რეგისტრირებული, იტალიაში - თითქმის მილიონნახევარი, მოსახლეობის
რაოდენობით ჩვენხელა ნორვეგიაში კი - 400 ათასი. საქართველოში, სამწუხაროდ,
მხოლოდ და მხოლოდ 17 ათასი", - ამბობს დარსაძე.
|
ნანახია: 861 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|