ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               შაბათი, 21.12.2024, 21:10


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ოქტომბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 18 » ლუკას ჰუფნაგელი: "მეამაყება, რომ ქართველი გავხდი"
13:06
ლუკას ჰუფნაგელი: "მეამაყება, რომ ქართველი გავხდი"
http://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/Nakrebi/hufnagel_medium.jpg
18 ოქტომბრიდან 23-ის ჩათვლით საქართველო 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპს უმასპინძლებს. ჩვენი გუნდის გარდა, თბილისში ურთიერთობას გაარკვევენ ინგლისის, შვედეთისა და პოლონეთის ჭაბუკთა გუნდები. სწორედ ამას მიეძღვნა გუშინდელი პრესკონფერენცია, რომელსაც უეფას მედიაოფიცერი მამუკა კვარაცხელია უძღვებოდა. მან მეტოქე გუნდების მწვრთნელები წარმოგვიდგინა. თავდაპირველად კითხვებს კობა ჟორჟიკაშვილმა და პოლონეთის 17-წლამდელთა ნაკრების თავკაცმა მარცინ დორნამ უპასუხეს.

- გუნდის მომზადების დონით რამდენად კმაყოფილი ხართ. რამდენი ამხანაგური მატჩი ჩაატარეთ და გყავთ თუ არა სრული საბრძოლო შემადგენლობა?
კობა ჟორჟიკაშვილი: - სულ 14 ამხანაგური მატჩი გავმართეთ. სანაკრებო დონეზე პალანგას ტურნირზე ვიასპარეზეთ, სადაც მეორე ადგილი დავიკავეთ. ასევე 2-2 საკონტროლო მატჩი გავმართეთ ირანთან და სომხეთთან. ვიასპარეზეც იბიცას საერთაშორისო ტურნირზე. ვფიქრობ, შესარჩევი ციკლისთვის მოსამზადებლად ეს საკონტროლო შეხვედრები მაქსიმალურად გამოვიყენეთ. შესარჩევი ციკლი კარს მოგვადგა და ელჟიტრაუნდში გასვლისთვის ვიბრძოლებთ.

მარცინ დორნა: - თბილისში ჩამოსვლამდე 24 ამხანაგური მატჩი ჩავატარეთ. ტრავმებმა ჩვენს შეგვიშალა ხელი, მაგრამ ვთვლი, რომ ამ ასაკში საუკეთესო შემადენლობა შევკრიბეთ.

- ელიტრაუნდში გასვლის შანსებს როგორ აფასებთ? ვინ მიგაჩნიათ ფავორიტად?
კ. ჟ.: - ჩემი აზრით, ჯგუფიდან გასვლისთვის ბრძოლაში, ამ ასაკში ყველა გუნდს თანაბარი შანსი აქვს. მეტოქეებიდან ინგლისს გამოვარჩევდი. ვფიქრობ ინგლისელებს სხვებზე კარგი გუნდი ჰყავთ.

მ. დ.: - ფავორიტი ალბათ ინგლისია. დანარჩენ სამ გუნდს კი თანაბარი შანსი გვაქვს.

- საქართველოს ნაკრების რომელი მატჩი ნახეთ და რა წარმოდგენა გაქვთ მასპინძელთა გუნდზე?
მ. დ.: - საქართველოს ნაკრების არცერთი მატცI სრულად არ მინახავს. მასპინძელთა გუნდის, პალანგას ტურნირზე ჩატარებული თამაშების ფრაგმენტები ვნახე. ჩემს წარმოდგენაში საქართველო ტექნიკური გუნდია, ჩამოყალიბებული, მტკიცე ხასიათით...



ჯერ ინგლისი, მერე საქართველო...

ჟორჟიკაშვილისა და დორნარის შემდეგ, კითხვებით შვედეთისა და ინგლისის ჭაბუკთა ნაკრებების მთავარ მწვრთნელებს, შესაბამისად, როლანდ ლარსონსა და ჯონ პიკოკს მივმართეთ.

- შესარჩევს ჩრდილოური დერბით იწყებთ. რამდენად იცნობთ მეტოქეს და როგორ აფასებთ შანსებს?
როლანდ ლარსონი: - ჩვენ უკვე ვეთამაშეთ ინგლისს "ნორდ ქაფზე" და ფინალში წავაგეთ. თუმცა მას მერე ინგლისის ნაკრებს 4-5 ახალი ფეხბურთელი დაემატა და ვფიქრობ, ეს გუნდი ჯგუფში ფავორიტია.

ჯონ პიკოკი: - შვედეთს 2:1 მოვუგეთ, მაგრამ მას მერე ეს გუნდი კიდევ გაძლიერდა. ვფიქრობ, თბილისში ოთხივე გუნდს მძიმე კვირა გველის. ფეხბურთში გამართლებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს.

- თუ გყავთ გუნდში ფეხბურთელები, რომლებიც კლუბში მთავარ გუნდთან მიახლოებული არიან?
ჯ. პ.: - ჯერჯერობით ასეთი არავინ არის. თუმცა გამორჩეული ფეხბურთელები მრავლად გვყავს. მათ მალე შეუძლიათ მთავარ გუნდში მოხვდრა და ყველაფერი მათზეა დამოკიდებული.

- თქვენს ქვეყანაში ყველა ასაკობრივი ნაკრები ეროვნულის ტაქტიკით თამაშობს?
ჯ. პ.: - 17-წლამდელთა ასაკში ეს აუცილებელი პირობა არ არის. ჩვენთან ახალგაზრდული გუნდები 4-3-3 სქემით თამაშობენ.

რ. ლ.: - ჩემს ინგლისელ კოლეგას ვეთანხმები. ჭაბუკთა ასაკში სხვადასხვა ტაქტიკით ვთამაშობთ. მთავარია, ფეხბურთელებს ტაქტიკური განათლება ჰქონდეთ.

- ფავორიტი ინგლისიაო, ბრძანეთ. რანგირებით მომდევნოდ რომელ გუნდს დაასახელებდით?
რ. ლ.: - ვფიქრობ საქართველო.

- რა იცით საქართველოს ნაკრებზე?
რ. ლ.: - მასპინძელთა გუნდზე ძალიან მწირ ინფორმაციას ვფლობთ. ის გვაიმედებს, რომ სასტარტ ტურში ინგლისს ვეთამაშებით, რომელსაც კარგად ვიცნობთ. მეორე მატჩამდე დანარჩენ მეტოქეებს შევისწავლით.



ლუკას ჰუფნაგელი: მეამაყება, რომ ქართველი გავხდი
მწვრთნელების შემდეგ ჩვენი 17-წლამდელთა ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ახალგაზრდული გუნდის ნახევარმცველ ლუკას ჰუფნაგელს საჯაროდ გადასცეს პირადობის მოწმობა და საქართველოს მოქალაქის პასპორტი. ლუკა, რომელიც მხოლოდ დედით (ფიქრია აფციაური - ავტ.) არის ქართველი, ემოციებს ვერ მალავდა:

"მეამაყება, რომ ქართველი გავხდი. დედაჩემი ქართველია და გადავწყვიტე, ამ ქვეყნის ნაკრებში ვითამაშო. საქართველოს ნაკრებთან ერთად იბისასა და პალანგის ტურნირებზე ვითამაშე. კარგი გუნდი გვყავს. შესარჩევს ვმასპინძლობთ და ელიტრაუნდში გასვლისთვის უნდა ვიბრძოლოთ".

კალენდარი

18 ოქტომბერი

პოლონეთი-საქართველო
15:00, ბ. პაიჭაძე

ინგლისი-შვედეთი
15:00, მ. მესხი

20 ოქტომბერი
პოლონეთი-შვედეთი
15:00, მ. მესხი

საქართველო-ინგლისი
15:00, ბ. პაიჭაძე

23 ოქტომბერი
ინგლისი-პოლონეთი
15:00, მ. მესხი

შვედეთი-საქართველო
15:00, ბ. პაიჭაძე


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

ნანახია: 781 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!