ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2011 » იანვარი » 8 » ლევან ყენია ისევ დაშავდა
12:39 ლევან ყენია ისევ დაშავდა |
სამწუხარო ამბავია - საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და გელზენკირხენის
"შალკეს" შემტევ ნახევარცმველს ლევან ყენიას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით
ისევ პრობლემები აქვს. მით უფრო დასანანია, რომ 20 წლის ლევანს ჯერ მუხლის,
შემდეგ კი კოჭის ტრავმის გამო ისედაც ხანგრძლივი დროით მოუხდა მოედნის
მიღმა ყოფნა და ფელიქს მაგათის გუნდთან ერთად ვარჯიშის განახლება სულ
ახლახან, თითქმის 14 თვიანი მკურნალობის შემდეგ შეძლო.
არადა,
ქართველის გამოჯანმრთელება და ფორმაში შესვლა გელზენკირხენული გუნდის
მთავარ მწვრთნელს ძალიან ახარებდა - აღტაცებული იყო "შალკესთან" ერთად
თურქულ შეკრებაზე მყოფი ლევანის თავდადებული ვარჯიშით და აცხადებდა,
ბუნდესლიგის მეორე წრეში ეს ბიჭი ძალიან გაგვაძლიერებსო, მაგრამ...
როგორც
"კიკერი" იუწყება, "შალკეს" გუშინდელ ვარჯიშზე ლევანმა ფეხი ისევ იტკინა
და მინდორი ყინულიანი სახვევით დატოვა. რამდენად სერიოზულია ქართველი
ფეხბურთელის ტრავმა, ჯერ დაზუსტებული არაა. იმედი ვიქონიოთ, ექიმების
დასკვნა არცთუ ნირწასახდენი იქნება.
მომზადებულია kicker.de-ის მიხედვით
|
ნანახია: 982 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|