ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » ივნისი » 18 » ლეგენდა 59 წლისაა
|
ათიანი ფეხბურთში - ეს დღეს არის, რომ ოდნავ მინავლდა ათიანის ეფექტი, თორემ წლებია ეს
ციფრი განსაზღვრავს მოედანზე გუნდის ტვინს. არცისე ბევრ ქვეყანას შეუძლია
იტრაბახოს გენიალური "ათიანით". საბედნიეროდ მათ რიცხვში ჩვენც ვართ. დღეს 18 ივნისია. ჩვენი დიდი ათიანის- დათო ყიფიანის დაბადების დღეა. ადამიანის, რომელმაც ქართულ ფეხბურთში შექმნა ეპოქა. ყიფო- დაუვიწყარ "ხუთწლედში" დინამოს უმთავრესი
მამოძრავებელი. დინამო თბილისის და საერთოდ ქართული ფეხბურთის ლეგენდა,
ღირსება და ძალა. ფეხბურთელი შეუდრეკელი ხასიათით და გამარჯვებულის
მენტალიტეტით. ფეხბურთელი, რომლის თამაშის მანერაც აღაფრთოვანებდა ყოფილი
საბჭოეთის, ევროპის და მსოფლიოს სტადიონების მომთხოვნ პუბლიკას. ვინ
მოითვლის რამდენი საფეხბურთო სპექტაკლი უქცევია დაუვიწყებელ შედევრად.
ფეხბურთელი, რომელსაც ერთი მოძრაობით შეეძლო თამაშის ბედის გადაწყვეტა.
განუმეორებელი იყო მისი მოძრაობის მანერა მოედანზე, ბურთთან მოპყრობა და
თამაშის კითხვა (რაც ასახავდა მის სამწვრთნელო ნიჭსაც და წარმატებასაც). ფეხბურთელი,
რომელსაც წაგებული თამაშის შემდეგ (საბედნიეროდ ესეთი ცოტა იყო) ღირსება
სახლიდან გამოსვლის უფლებას არ აძლევდა... ეჰ სადღაა ეგეთი შეგნება?! აბა
დღევანდელ დღეს წააგებენ ჰოკეის ანგარიშით და შემდეგ თავისი "გემებით"
რესტორნებში და დისკოტეკებზე გრიალებენ. სასიამოვნოა , რომ ევროპაში საქართველოს არამხოლოდ პოლიტიკური კუთხით იცნობენ და ამაში დინამო თბილისის და ყიფოს როლიც დიდია. დათო ყიფიანი დინამოს და ქართული ფეხბურთის სიამაყეა!
ყიფიანი განუმეორებელია,იგი ასრულებს წამყვან როლს დინამოს უკლებლივ ყველა კომბინაციაში- "გარდიანი" დავით ყიფიანი ამჟამად ევროპული ფდეხბურთის უძლიერესი თავდამსხმელია- "ნოიეს დოიჩლანდი" თბილისელებს , რომლებმაც დაამარცხეს "ლივერპული" ჰყავთ უმაღლესი კლასის ფეხბურთელი, თხელი შემტევი დავით ყიფიანი- "დეილი მირორი" ნოგლიმ ყიფიანს თავი მოატყუებინა ერთადერთი ცრუმოძრაობით და გოლიც გავიდა...თბილისის დინამო საბჭოეთში ყველაზე ლამაზ ფეხბურთს თამაშობს და აბსოლიტურად ევროპული კლასის მოწინააღმდეგეა-" შპორტს ილუსტრირტე" ყიფიანი ადამიანი-ორკესტრია და ყოვლისშემძლეა მოედანზე- "ეკიპი" დინამოში განსაკუთრებით გამოვყოფდი ყიფიანს. იგი თავის ამპლუაში დღეისათვის სენსაციური მოთამაშეა, როგორც დირიჟორს- ბადალი არა ჰყავს.- ჟულიო რამოში(ბენფიკას პრეზიდენტი). გაზეთი "ა ბოლა" ჩემს საფეხბურთო სკოლაში მინდორზე ვარჯიშის გარდა თეორიულ მეცადინეობებსაც ვატარებთ. ვასწავლით ფეხბურთის ისტორიას, ვარსკვლავების ბიოგრაფიას, მათ ტექნიკას. სასწავლო პროცესში დავით ყიფიანიც შევიტანეთ. საოცარი ფეხბურთელია. სამწუხაროა რომ ჩვენი ბენფიკა არ შეხვდა ფინალში, თბილისის დინამოს. ჩვენმა ბავშვებმა დაკარგეს ბედნიერება საკუთარი თვალით ეხილათ დავით ყიფიანის თამაში ჩვენს მინდორზე- ეუსებიო
დღეს 18 ივნისია- დიდი ათიანის დაბადების დღე.
ირაკლი ბუხალი championat.ge
|
ნანახია: 1358 |
დაამატა: Admin2
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
რეკლამა |
|
|
|