ყაზახურ პრესაში დიდი ინტერესი გამოიწვია "აქტობესა" და "ოლიმპს" შორის
მომავალმა დაპირისპირებამ. ამჯერად, ჩვენმა ყაზახმა კოლეგებმა
"ვიტ-ჯორჯიას", ''დინამოსა'' და ყარაღანდის ''შახტიორის'' ყოფილ
ფეხბურთელს, ლაშა ნოზაძეს სთხოვეს აზრის დაფიქსირება აღნიშნულ მატჩთან
დაკავშირებით.
- მართალია, კარგა ხანია "აქტობე" საქმეში არ მინახავს, მაგრამ
ვიცი,რომ მთავარი მწვრთნელი კვლავ ვლადიმირ მუხანოვია. ისევ თამაშობს
სამატ სმარკოვი. ეს სავსებით საკმარისია,რათა წყვილში ფავორიტად თქვენი
ჩემპიონი მივიჩნიოთ. დამიჯერეთ, ჩემს თავზე მაქვს გამომიცდილი რა არის
ფეხბურთი "აქტობეს" შესრულებით (ნეტავ, რა არის ასეთი ?! ავტ.) და
ვთვლი,რომ "ოლიმპს" ნაკუწებად აქცევთ,როგორც ეს "ასტანამ" გააკეთა სამი
წლის წინ. ყაზახეთში, საკლუბო ფეხბურთი უფრო მაღლა დგას,ვიდრე
საქართველოში.
- ნუთუ "ოლიმპი" ასე სუსტია ?
- სუსტს ვერ ვუწოდებ, ბოლოს და ბოლოს ჩემპიონია. მაგრამ მე ვიცი
"აქტობეს", მისი მწვრთნელის და ფეხბურთელების შესაძლებლობები.
სხვათაშორის, ამბობენ რომ მუხანოვი ერთ-ერთ ქართველ ფეხბურთელს აკვირდება.
- თქვენ ხომ არა ?
-არა, მე უკვე 30 წლის ვარ და თქვენი რეგლამენტის პირობებს ვერ ვაკმაყოფილებ.
- ყარადანდაში თქვენს მიმართ გარკვეული დავალიანება ჰქონდათ. გაგისტუმრეს ?
- არა და არც აპირებენ. მომატუეს , თუმცა მაინც მენატრება ყარაგანდა. კარგი ქალაქია, კარგი გულშემატკივრებით.
P.S. დარწმუნებული ვარ, ქართველი გულშემატკივრები თავს შეურაცხყოფილად
იგრძნობენ,როდესაც ამ ინტერვიუს გაეცნობიან. გულშემატკივრების სახელით
მინდა ვთხოვო რუსთავის "ოლიმპის" ხელმძღვანელობას,რათა ყველაფერი გააკეთონ
ჩემპიონთა ლიგაზე საქართველოს სახელის ღირსეულად დასაცავად. ნუთუ, უკვე
ყაზახებისთვისაც ხელწამოსაკრავი საფეხბურთო ქვეყანა ვართ ?
აქვე, არც იმას გამოვრიცხავ,რომ ლაშა ნოზაძეს მსგავსი განცხადებები არც
გაუკეთებია და ადგილობრივი პრესა აზვიადებს. ვინ იცის, ყაზახეთია მაინც და
არ უნდა გაგვიკვირდეს...
___________________________________________________________________________
გიორგი ჯავახაძე
goli.ge
|