ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               შაბათი, 21.12.2024, 18:12


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ივნისი » 24 » ქუთაისელი ქომაგის მიმართვა "ვისოლს"
21:40
ქუთაისელი ქომაგის მიმართვა "ვისოლს"


 როგორც მოგეხსენებათ, ქუთაისის "ტორპედო" გადმოვიდა საქართველოს უმაღლეს ლიგაში და გუნდი საკმაოდ სერიოზულმა კომპანიამ -  "ვისოლმა" ჩაიბარა. როგორც ირკვევა, ქუთაისში მატჩზე დასასწრები ბილეთი 3 ლარად გაიყიდება, რამაც დიდი პროტესტი გამოიწვია ქუთათურ გულშემატკივრებში. გთავაზობთ ერთ-ერთი ქუთაისელი ქომაგის მიმართვას კომპანიის მიმართ. ცენზურა დაცულია. დანარჩენი ყველაფერი იგივეა.

"ბოლომდე წაიკითხეთ და მერე გააკეთეთ დასკვნები!

პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ ძალიან ცდებით ბილეთის ფასთან დაკავშირებით და აგიხსნით კიდევაც რატომ
3 ლარი ძვირია...არ მაქვს ერთეულებზე საუბარი..............
-=-
ჩამოვწერ მიზეზებს........
მაგალითად მოვიყვან ჩემ თავს.....მაგრამ ჩათვალეთ რომ უმრავლესობა ესეა......
მაშ ასე დავიწყოთ:


თუ ბილეთის ფასი იქნება 3 ლარი.....მე პირადად სტადიონზე მოსვლა და თამაშზე დასწრება დამიჯდება 5 ლარი....

ა) ბილეთი 3 ლარი
ბ) მგზავრობა მინიმუმ 80თეთრი
გ) 1 ლარით ზედმეტი უნდა მქონდეს ჯიბეში გაუთვალისწინებელი შემთხვევისათვის(მაგ: სიგარეტი,მზესუმზირა,ნაცნობი მარშუტკაში,გამაგრილებელი სასმელი და ა.შ.)
დ) თამაშები,როგორაც თქვენ განაცხადეთ იქნება საღამოს 7-8საათზე (გაზაფხული-ზაფხული-შემოდგომა(სექტემბერი) ესე იგი, მატჩი დასრულდება 9-10საათზე თუ არ იცით გეტყვით, რომ 9-10საათისთვის მარშუტკები ჭირს(ნაკლებად მოძრაობს)ზოგ უბნებში კი საერთოდ არ მიდის მაგ დროისათვის (მაგ:საღორია,საფიჩხია,გორა,ნიკ
ეა,პასილოკი,ავანგარდი,ავტოქა�
�ხანა) ეს იმას ნიშნავს რომ დამატებით უნდა იქონიოს ამ უბანში მცხოვრებმა ხალხმა "ტაქსის" ფული......ზოგს მანქანა ყავს ზოგს არა...


ერთი სიტყვით სტადიონზე მისვლა და თამაშზე დასწრება, უმრავლესობას უჯდება ძვირი,ეს გამოიწვევს ხალხის მცირეოდენ დასწრებს ტორპედოს თამაშებზე....(იმედია ეს თქვენც არ გაწყობთ)

ასევე

მე პირადად, ჩემ უბნიდან 4-5 პატარა ბავშვი ყოველთვის დამყავდა სტადიონზე (13-14წლისანი) + 2 ჩემი ძმაკაცი,(რომლებსაც ფეხბურთი არ აინტერესებს და ჩემი ხათრით დადიან სტადიონზე და გულშემატკივრობენ ტორპედოს) მოვკიდებდით მე და ეს ჩემი ძმაკაცები ამ პატარა ბავშშვებს ხელს და დიდი სიამოვნებით მიგვყავდა სტადიონზე...ეს პატარა ბავშვები სულ მეუბნებოდნენ აუ როდის არის კიდევ ტორპედოს თამაში, როდის წაგვიყვან სტადიონზეო...
თუ 3 ლარი იქნება ბილეთის ფასი, მე ვერაფრით ვერ ვეტყვი ამ ბავშვების მშობლებს მომეცით ბილეთის ფული სტადიონზე მიმყავსთქვენი შვილებითქვა,,ვერ ჩავიგდებ თავს უხერხულში და ვერც მათ მშობლებს ჩავაგდებ უხერხულში, ვერც ჩემ ძმაკაცებს დავაძალებ გინდა თუ არა დაითრიე 5 ლარი და წავიდეთ სტადიონზეთქვა......
რა გამოდის ეხლა??? მინიმუმ 5-6 ადამიანის დასწრება იკარგება სტადიონზე.....ეს მარტო მე რაც მაგალითი მოვიყვანე..
ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ რამდენი აკეთებს ჩემსავით?რამდენის დასწრება დაიკარგება ბილეთი თუ 3 ლარი ეღირება??...


ძალიან კარგს იზამთ, თუ 14 წლამდე ასაკის ბავშვებზე უფასოს გააკეთებთ დასწრებას! გპირდებით რომ ძალიან ბევრი პატარა ბავშვი მოვა და უგულშემატკივრებს ტორპედოს!
შევაყვაროთ ბავშვებს სტადიონზე მოსვლა და ფეხბურთი! მოვწყვიტოთ ბირჟას,კომპიუტერულ თამაშებს და სხვა ბევრ ცუდ რამეს........ მოდი შეუწყვეთ ხელ თქვენ ამას.......
ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ უფასო დასწრებას გააკეთებთ 14 წლამდე ბავშვებისათვის

-=-


ეხლა კიდევ ახალგაზრდა ქუთაისელი ბიჭების ფსიქოლოგია...........
ძალიან კარგად ვიცნობ და დამიჯერეთ მერწმუნეთ, რომ უბრალო ფეხბურთის მოყვარული "თინეიჯერი" ახალგაზრდა არ/ვერ დახარჯავს 4-5 ლარს რომ ტორპედოს თამაშს დაესწროს.....
რატოომ???
უმრავლესობა არ მუშაობს,დამოკიდებულია მშობლებზე რომ სთხოვოს ბილეთის და სამგზავრო ფული...+ამას "თინეიჯერ" ფეხბურთის მოყვარულს ( და არა ნამდვილდ ფანს) სულ ფეხებზე კიდია ტორპედოს თამაში...რატომ???იმიტომ რომ ურჩევნია საძმაკაცოსთან დააბირჟაოს,პივა დალიოს,ბილიარდი ითამაშოს,შეყვარებული ნაყინზე დაპატიჟოს ან ტოტალიზატორში დადოს ფული და ა.შ.

-=-
ქუთაისში არასოდეს არ ყოფილა 3 ლარი ბილეთის ფასი, იმიტომ რომ ძვირია ქუთაისისთვის...არ აქვს აქეთ უმრავლეობას ფული......არ ტრიალებს ფული ისე როგორაც საჭიროა......ძალიან ბევრ ხალხს დაკარგავთ მერწმუნეთ

თავიდან დააწესეთ 1 ლარი ბილეთის ფასი......მოვა ხალხი.....იყოს პირველი წრე ბილეთის ფასი 1 ლარი....
შემდეგ დამოკიდებულია თუ როგორი გუნდი იქნება "ტორპედო" თუ დაინახავს ხალხი რომ კარგი გუნდია და ბრძოლობს მაშინ მეორე წრეში რომ გახადოთ უკვე 3 ლარი, მაშინაც მოვა ხალხი.......
ჯერ უნდა მოხდეს ხალხის მოზიდვა და დაინტერესება თუ რა გუნდს შესთავაზებთ ხალხს.........თუ მოეწოენბათ მოვლენ 3 ლარი კი არა 5 ლარიც რომ დაადოთ ფასი........არ დაენანბათ და გაიმეტებენ კარგი თამაშის სანახავად მაგდენს


ტორპედო - ლანსი 3 ლარი ღირდა ბილეთი...........8 000 კაცზე მეტი არ/ვერ მოვიდა თამაშზე........
რატომ????იმიტომ რომ ჭირს ფული......ვერ იმეტებს ხალხი მაგდენის დახარჯვას სტადიონზე....(ახალგაზრდები მითუმეტეს)

თქვენ რა გინდათ ეხლა რომ თქვათ??????? რომ
ტორპედო - სიონი
ტორპედო - სპარტაკი
ამ თამაშებით უფრო დაინტერესდება ხალხი და გადაიხდის 3 ლარს? .......ძალიან ცდებით.......

აქვე მოგიყვანთ ტიპიური " 2 ქუთაისელი თინეიჯერის დიალოგს"


ბილეთის ფასი 1 ლარი
- რა შობი ბიჯო ხვალ?წევიდეთ ტორპედოზე??
- რა ღირს ბილეთი?
- 1 ლარი შეჩემა
- კაიც წევეით მაგის დედაც, 1 ლარს სხვას ვაჩუქებ ბოლოსდაბოლოს,ვნახოთ ერთი როგორ თამაშობენ ბიჭები



ბილეთის ფასი 3 ლარი
- რა შობი ბიჯო წამოხვალ ტორპედოზე??თამაშია
- რა ღირს ბილეთი?
- 3 ლარი
- შენ ___ ხო არაგაქ შეჩემა , მომეცი მაგ 3 ლარი აგერ, დავდოთ ტოტალიზატორში ან პივა მაინც დავლიოთ, ტორპედოს არ ____ პატრონი??მაგენის სვარკას მაყურებიე ეხლა.......

( ჰო თქვენ იცინთ იცინეთ და ასეთებიც არიან, რომლის დაინტერესება უნდა მოხდეს იაფი ბილეთით....1 ლარი)


ერთი სიტყვით ბიზნესმენი ხალხი ხართ, კარგად აწონ-დაწონეთ ყველაფერი და ისე დაადეთ ბილეთს ფასი......
გერჩივნოთ 3000 კაცი მოვიდეს და 1 ლარი გადაიხადონ ბილეთში, ვიდრე 1000 კაცი და 3 ლარი......ჯამში თანხა ერთია....მაგრამ ბევრი ხალხის დასწრება უკეთესია ფეხბურთელებისათვის........მეტი პოპულარული გახდება ტორპედო ხალხში......



თუ გაითვალსწინებთ ჩემ თხოვნებს და ჩემს მიერ მოყვანილ მაგალითებს ხომ კარგი თუ არა და თქვენი საქმისა თქვენ იცით..



არის ხალხი რომელიც, გაიძაღის დღეიდან სულ WISSOL-ს ჩავისხამო, მაგრამ თქვენ თუ 3 ლარი დაუდეთ ბილეთის ფასი რას იტყვიან იცი ესეთი ხალხი?? ვაი ამათ პატრონს, ჩვენიდან უნდათ ფულის ამოღებაო? არც იმ ბენზის აღარ ჩაისხამენ გაბრაზებულ გულზე და არც სტადიონზე აღარ მოვლენ.......
ისე ნუ იზამთ რომ მწვრთნელის და ფეხბურთელების გარდა ხალხი არ მოვიდეს სტადიონზე... ხო "სამთავრობო ლოჟა" გამომრჩა ..მაპატიეთ smile.gif



ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ყველაფერს გაითვალისწინებთ



ბილეთის ფასი 1 ლარი !!!!!!!!!!!!!!!
14 წლამდე ასაკის ბავშვების სტადიონზე დასწრება უფასო!!!
შემომიერთდით ვინც მეთანხმებით!"

ნანახია: 989 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!