ურეკში საწვრთნელ შეკრებაზე გამგზავრების წინ საქართველოს ჩემპიონი კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა. გელა ხუბუამ თავის საფეხბურთო კარიერის გაგრძელება მშობლიურ კუთხეში, სამეგრელოში, ზუგდიდის "ბაიაში" გადაწყვიტა. შეგახსებეთ, რომ ხუბუა გასულ სეზონში "ოლიმპის" ერთ–ერთი ძირითადი ფიგურა გახლდათ.მისი ფლანგური გარღვევები მუდმივ ხიფათს უქმნიდა მოწინააღმდეგეს.
|