როგორც რუსული გაზეთი "სპორტ ექსპრესი" იუწყება, "კრასნოდარის" კაპიტანი, 28 წლის ცენტრალური მცველი ალექსანდრე ამისულაშვილი მინიმუმ ერთ თვეს გამოტოვებს და ვარჯიშებს მხოლოდ ამის შემდეგ განაახლებს. შესაბამისად, საკმაოდ დიდია ალბათობა, რომ ევრო-2012-ის შესარჩევი ციკლის მორიგ მატჩში ხორვატიასთან, რომელიც 3 ივნისს სპლიტში გაიმართება, ალეკო საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება. ქართველმა ლეგიონერმა სახის ძვლის ოპერაცია გერმანიაში გუშინ გაიკეთა. ამისულაშვილმა ტრავმა "სპარტაკთან" (1:2) სათასო მატჩისას მიიღო, როდესაც მოსკოვური კლუბის მცველმა ფიოდორ კუდრიაშოვმა სახეში იდაყვი ჩაარტყა.
|