რუსეთის ჩემპიონატის 3-ე ტურში ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგამ" მოსკოვის
დინამო 3:0 დაამარცხა, პრემიერლიგის დებიუტანტთა მეორე გოლი კი ქართველმა
ნახევარმცველმა გოჩა ხოჯავამ გაიტანა.
ვოლგისპირველებმა მეტოქე ფრედ დასრულებული პირველი ნახევრის შემდეგ,
მეორე ტაიმში გატეხეს. ხოჯავამ თავის მიერვე მოპოვებული თერთმეტმეტრიანი
გოლად გარდასახა.
ხოჯავამ პირველ საგოლე ეპიზოდშიც მიიღო მონაწილეობა როდესაც სამ "დინამოელს" თავბრუ დაახვია და პლეშანს საგოლე გადაცემა გაუკეთა.
"ვოლგას
ქართველ ლეგიონერთაგან მატჩი სრულად ითამაშეს გრიგალავამ, სალუქვაძემ,
ხოჯავამ და მარცვალაძემ, გოგიტა გოგუამ კი 28-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო
და ტაიმებსშორის შესვენებაზე შეცვალეს.
გოჩა ხოჯავა:
- ვიცოდით, რომ "დინამო" ძალიან ძლიერი გუნდი იყო. დავალება გვქონდა თამაში
მთელს მოედანზე პრესინგით დაგვეწყო, შემდეგ კი დაცვაში "ჩავმჯდარიყავით.
თუმცა პირველი ტაიმის ბოლოს სტუმრებმა რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს
და შესვენებაზე ომარ თეთრაძემ გვითხრა, რომ საჭირო იყო შეგვეტია და
მოსაგებად გვეთამაშა. გუნდისთვის სრგებლის მოტანას ძალიან ვცდილობდი და
მოხარული ვარ, რომ გამომივიდა.
- დიდი ანგარიშით მოგება მოულოდნელობა იყო? -
გამარჯვების ყველას გვჯეროდა, მაგრამ 3:0 მოგებას, რა თქმა უნდა, არავინ
ელოდა. და მაინც ეს გავაკეთეთ და საკუთარ თავს და გულშემატკივრებს საზეიმო
ატმოსფერო და შესანიშნავი განწყობა ვაჩუქეთ.
- წარმატება თავბრუს ხომ არ დაგახვევთ? - არა, გარწმუნებთ. ვარჯიშებზე უფრო მეტი მონდომებით მოვემზადებით.
მომზადებულია fcvolgann.ru-ს მიხედვით
|