თითქმის გადაწყვეტილია ლევან ხმალაძის თბილისის ”დინამოში” დაბრუნება... "დინამოს" ექს-კაპიტანი უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს, მაგრამ ჯერ კონტრაქტი არ გაფორმებულა..
გუნდთან ერთად ვარჯიშობს 24 წლის ”ლოკომოტივის” ფორვარდი ზვიად მეტრეველიც , მართალია მანდ მხოლოდ 4 გოლი გაიტანა ბოლო სეზონში, მაგრამ თავისი გუნდის ბომბარდირი მაინც გახდა..
გუნდმა ვარჯიშები გუშინ საღამოს დაიწყო და დღეიდან ორჯერ ვარჯიშებზე გადავლენ... სხვადასხვა პრობლემების გამო გუნდი გერმანიაში ვერ მიემგზავრება, ამიტომ მოსამზადებელ შეკრებას მთლიანად თბილისში გაივლიან...
შეგახსენებთ, "დინამო" ევროთასებზე ბრძოლას 1 ივლისიდან ჩაერთვება, ხოლო ვინ იქნება ევროპის ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი მეტოქე 21 ივნისს გავიგებთ.
დაჩი ჯაიანი
championat.ge