დღეს ვლადიკავკაზის "ალანიაში" პირველად ივარჯიშა ქართველმა მცველმა ოთარ ხიზანეიშვილმა. 28 წლის მცველი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში 20 შეხვედრა აქვს ჩატარებული, რუსეთის პრემიერ-ლიგის კლუბში სინჯებს გადის და მისი დარჩენა-არდარჩენის საკითხი სეკრების დასრულების შემდეგ გადაწყდება.
ხიზანეიშვილს რუსეთში აქამდეც აქვს ნათამაშები. წლების განმავლობაში ის მოსკოვის ”სპარტაკში”, მოსკოვის ”დინამოში” და ”როსტელმაშში” გამოდიოდა. ამის შემდეგ გერმანიაში გაემგზავრა და ”ფრაიბურგში” 4 წელი გაატარა. ოთარის ბოლო კლუბი ”აუგსბურგი” იყო, სადაც გადასვლისთანავე მძიმე ტრავმა მიიღო და მხოლოდ 2 შეხვედრაში დაეხმარა გუნდს.
როგორც ფეხბურთელმა ”სპორტ ექპრესს” განუცხადა, მას რუსული კლუბების გარდა, თურქული შემოთავაზებებიც ჰქონდა.
championat.ge