ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2011 » იანვარი » 22 » ქეცბაიამ სომხეთისთვის შემადგენლობა დაასახელა
00:15 ქეცბაიამ სომხეთისთვის შემადგენლობა დაასახელა |
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ
სომხეთთან 9 თებერვლის კვიპროსული ამხანაგური მატჩისთვის ნაკრების
შემადგენლობა დაასახელა. ეროვნული გუნდი კუნძულზე 21 ფეხბურთელით ჩავა:
მეკარეები: ნუკრი რევიშვილი (ანჟი, რუსეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი), მცველები:
კახა კალაძე (ჯენოა, იტალია), ზურაბ ხიზანიშვილი (რიდინგი, ინგლისი),
ალექსანდრე ამისულაშვილი (კაისერისფორი, თურქეთი), ლაშა სალუქვაძე (რუბინი,
რუსეთი), აკაკი ხუბუტია (გაზმეთანი, რუმინეთი), გურამ კაშია (ვიტესი,
ჰოლანდია), ლევან კაკუბავა (დინამო თბილისი); ნახევარმცველები:
ლევან კობიაშვილი (ჰერტა, გერმანია), გოგიტა გოგუა (ვოლგა, რუსეთი), ჯანო
ანანიძე (სპარტაკი მოსკოვი, რუსეთი), ჯაბა კანკავა (დნიპრო, უკრაინა),
გიორგი მერებაშვილი (ვოივოდინა, სერბეთი), ალექსანდრე გურული (კარპატი,
უკრაინა), დავით კვირკველია (პანიონიოსი, საბერძნეთი), მურთაზ დაუშვილი
(ზესტაფონი); თავდამსხმელები: ალექსანდრე იაშვილი
(კარლსრუე, გერმანია), დავით სირაძე (სპარტაკი ნალჩიკი, რუსეთი), ლადო
დვალიშვილი (მაქაბი ჰაიფა, ისრაელი), მათე ვაწაძე (ვოლგა, რუსეთი).
სანაკრებო
შემადგენლობაში კვლავ არ არის გელზენკირხენის "შალკეს" შემტევი
ნახევარმცველი ლევან ყენია, რომელსაც გუნდთან ერთად სრული დატვირთვით
ვარჯიში ჯერ არ დაუწყია. ნაკრებში არ გამოუძახებიათ "ემპოლის" თავდამსხმელი
ლევან მჭედლიძე. იტალიური ვებგვერდების ცნობით, მას ტრავმა აქვს და
"ფროსინონესთან" 15 იანვრის შეხვედრა ამიტომ გამოტოვა.
დნეპროპეტროვსკის
"დნიპროს" მცველი უჩა ლობჟანიძეც ტრავმის გამო არ არის სიაში. და მთავარი:
ქეცბაიას ეროვნულში ამჯერად არ გამოუძახებია მცველი მალხაზ ასათიანი,
რომელიც მოსკოვის "ლოკომოტივიდან" წასვლის შემდეგ ჯერჯერობით უკლუბოდაა. რა
თქმა უნდა, ნაკრებში ასათიანის გამოუძახებლობის მიზეზით დავინტერესდით და
გუნდის თავკაცს დავუკავშირდით:
"ასათიანი ჩვენი ნაკრების წევრი და
ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშეა. ამ ეტაპზე ასე ჩავთვალეთ საჭიროდ. სომხეთთან
ამხანაგური მატჩია და სხვა მცველებს მივცემთ თავის გამოჩენის
შესაძლებლობას", - გვითხრა ქეცბაიამ, რომელმაც ეროვნულში მეორედ გამოიძახა
მცველი აკაკი ხუბუტია და შემტევი ნახევარმცველი სანდრო გურული, რომელთაც 17
ნოემბრის სლოვენიასთან ამხანაგურ მატჩში სანაკრებო დებიუტი ჰქონდათ.
შეგახსენებთ,
რომ მამის, გია გურულის მსგავსად, ეროვნულ გუნდში სადებიუტო მატჩში
სანდროც გოლით გამოირჩა. ეროვნულში ქართულ კლუბებში მოასპარეზე ნაკრების
წევრები მწვრთნელებთან ერთად კვიპროსზე 6 თებერვალს გაემგზავრებიან, გუნდი
სრულად მომდევნო დღეს შეიკრიბება.
საქართველო-სომხეთის ამხანაგური
მატჩი 9 თებერვალს ქალაქ ლიმასოლში, ცენტრალურ სტადიონ "ცირიოზე", თბილისის
დროით 17 საათზე დაიწყება.
|
ნანახია: 753 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|