ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               სამშაბათი, 16.04.2024, 22:40


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ოქტომბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 4 » ქართველმა ლეგიონერებმა გაიტანეს და გაიტანეს
17:06
ქართველმა ლეგიონერებმა გაიტანეს და გაიტანეს


ამ უქმეებზე სულ 11 ქართული გოლი გავიდა, შესრულდა ერთი ქართული დუბლი, ერთი ჩვენებურიც გააძევეს, ორმა კი ტრავმა გაიმიზეზა...

ზურაბ ხიზანიშვილი ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ დაუბრუნდა "რედინგს", რომლის შემადგენლობაშიც სეზონში მეორედ ითამაშა. ჩვენი თანამემამულე "პრესტონთან" საგარეო შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში იყო. ჩვენებურს ერთხელ გატანაც შეეძლო, როცა იან ჰარტის ჩამოწოდებული კუთხური თავით მასპინძელთა კარში დაარტყა, მაგრამ მეკარემ იყოჩაღა. "რედინგი" 10 მატჩიდან 16 ქულით მე-7 ადგილზეა.

სერია ა-ს მორიგ ტურში ჩვენი ნაკრების კაპიტანი კახა კალაძე უკვე "ჯენოას" მატჩის განაცხადშიც ვეღარ მოხვდა. ქართველი მცველის გუნდმა კი 10 კაცით აჯობა "ბარის" - 2:1. "ჯენოამ" 6 ტურში 8 ქულა დააგროვა.

სერია B-ში ლევან მჭედლიძე დამკვიდრდა "ემპოლის" სასტარტო შემადგენლობაში და... ტრავმა მიიღო. ქართველის გუნდმა სტუმრად 3:2 აჯობა "ჩიტადელას". აღსანიშნავია, რომ ხუთივე გოლი ამ თამაშში მე-2 ტაიმში გავიდა, სწორედ მეორე ტაიმში გააძევეს მასპინძელთა ფეხბურთელიც. ლევანი მე-40 წუთზე შეცვალეს. რამდენად სერიოზულია მისი ტრავმა ჯერ უცნობია. "დატასპორტმა" ქართველის თამაში 5,5 ბალით შეაფასა.

როგორც მოსალოდნელი იყო "მიუნხენის" შემადგენლობაში საზარდულის ტრავმის გამო არ უთამაშია მათე ღვინიანიძეს. "ლომებმა" 1:0 მოუგეს ბერლინის "უნიონს". მათე კი ალბათ არც საქართველოს ნაკრებში ითამაშებს. ლევან კობიაშვილის "ჰერტა" დღეს თამაშობს, ბერლინში "აახენს" მასპინძლობს.

ჰოლანდიაში გურამ კაშიას "ვიტესმა" 0:0 ითამაშა აუტსაიდერ "ვილემთან". ეს "ვილემის" პირველი ქულაა ჩემპიონატში. ქართველმა მცველმა 90 წუთი ითამაშა დაცვის მარჯვენა ფლანგზე, თუმცა დამაჯერებლად ვერ გამოიყურებოდა. ისე, კაშია მეოთხე თამაშია (1 თასზე) "ვიტესში" და ამ ხნის განმავლობაში "ვიტესს" გოლი არ გაუშვია. მერაბ ჟორდანიას ახალი საკუთრება 8 ქულით (8 თამაშიდან) მე-14 ადგილზეა.

რუსულ პრემიერლიგაში მოედანს დაუბრუნდა ლევან გვაზავა, გროზნოში "ტერეკმა" 1:0 მოუგო "ტომს", ქართველმა ნახევარმცველმა 90 წუთი იYთამაშა და 6-ბალიანი შეფასება მიიღო "ჩემპიონატისგან". ჩემპიონი "რუბინი" აუტსაიდერ "სიბირს" ესტუმრა და უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა - 2:2. დავით კვირკველია სათადარიგო იყო, ლაშა სალუქვაძე კი მატჩის განაცხადს მიღმა დარჩა. კვირკველიას ივლისის მერე არ უთამაშია, რაც მისი საიჯარო ხელშეკრულება "ანჟიში" დასრულდა.

"ანჟი" შინ 0:1 დამარცხდა მოსკოვის "სპარტაკთან". როგორც იქნა, ითამაშა ნუკრი რევიშვილმა (5,5 ბალი). მან ერთი-ორჯერ იხსნა "ანჟი", მაგრამ გოლის ეპიზოდში უკეთ თამაშიც შეეძლო. ოთარ ხიზანეიშვილმა 90 წუთი ითამაშა (5,5), ხოლო ზურაბ არზიანი (5,5) 70-ე წუთზე გამოჩნდა. გამარჯვებულთა რიგებში ჯანო ანანიძე სათადარიგოთა სკამზე იჯდა. მას შემდეგ, რაც "ზენიტმა" ნალჩიკში მოუგო "სპარტაკს" - 3:2, ძნელი დასაჯერებელია, რომ სანკტ პეტერბურგული გუნდი ჩემპიონობას დათმობს. მასპინძელთა ნახევარმცველი გოგიტა გოგუა (5,5) ბისტროვთან უხეშობისთვის მსაჯს ყვითელ ბარათს გამორჩა, დავით სირაძე (5,5) 67-ე წუთზე შევიდა. მალხაზ ასათიანს დისკვალიფიკაცია მოუხსნეს, თუმცა ის "სატურნთან" მატჩში მხოლოდ სათადარიგო იყო.

რუსეთის I დივიზიონში ომარ თეთრაძის "ვოლგამ" 3:0 გაანადგურა სანტ პეტერბურგის "დინამო". ნიჟნი ნოვგოროდელთა სამივე გოლი ქართულია - 58-ე წუთზე გოჩა ხოჯავამ გახსნა ანგარიში, 69-ე წუთზე ოთარ მარცვალაძემ პენალტით სხვაობა გაზარდა, ხოლო 73-ე წუთზე ანგარიშს წერტილი დაუსვა. 79-ე წუთზე დუბლის ავტორი შეცვალეს. ოთარის ანგარიშზე უკვე 14 გოლია ჩემპიონატში. ეს მისი მესამე დუბლია სეზონში. ხოჯავა 83-ე წუთზე შეცვალეს, მან სეზონში პირველი გოლი გაიტანა "ვოლგას" რიგებში. მათ გარდა ითამაშა გიორგი ნავალოვსკიმ, ედიკ საჯაია კიდევ არ ყოფილა. "ვოლგა" 57 ქულით მეორე ადგილზეა.

უკრაინულ პრემიერლიჰაში სანდრო გურულის "კარპატი" "მეტალისტთან" 0:1 დამარცხდა. სანდრო 66-ე წუთზე შეცვალეს. "ტავრია" "ვოლინს" ესტუმრა და 2:2 დაუზავდა. სტუმართა ვეტერანი ფორვარდი ვასილ გიგიაძე 61-ე წუთზე გამოჩნდა.
სერბეთის პირველობაზე "პარტიზანთან" მატჩში ორჯერ გამოიჩინა თავი "ვოივოდინას" ქართველმა ლეგიონერმა გიორგი მერებაშვილმა - 56-ე წუთზე მან ანგარიში 2L:0 გახადა (ასეც მორჩა), 84-ეზე კი წითელი ბარათი მიიღო (სულ ოთხი ფეხბურთელი გააძევეს ამ მატჩში). მერებაშვილმა სეზონში მე-3 გოლი გაიტანა.

შოთა არველაძე კი კვლავ სასიამოვნოდ გვაკვირკვებს - ქართველს ბრწყინვალე სადებიუტო სეზონი აქვს მთავარი მწვრთნელის რანგში, მისმა "ქაისერიმ" სტუმრად "მანიშა" 2:0 დაამარცხა. გამარჯვებულთა რიგებში 90 წუთი გაირჯა ალექსანდრე ამისულაშვილი. "ქაისერი" 14 ქულით მე-2 ადგილზეა.

უნგრულ შოპრონილიგაში "ეტო" სტუმრად 3:3 დაუზავდა "ჰალადაშს". რატი ალექსიძემ (7 ბალი) 47-ე წუთზე გაიტანა და 3:1 დააწინაურა სტუმრები, მაგრამ დიორელებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს. გიორგი განუგრავა (6 ბალი) 57-ე წუთზე შეცვალეს. "ეტო" 12 ქულით მე-9 ადგილზეა. რუმინეთში აკაკი ხუბუტიას "გაზ მეთანი" (90 წუთი) შინ 0:0 დაუზავდა "ვასლუის". "გაზ მეთანმა" 16 ქულა მოაგროვა.

საბერძნეთში გიორგი შაშიაშვილის "ერგოტელისმა" "პანათინაიკოსთან" 1:4 წააგო. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა.
სხვა ჩემპიონატებში თავი გოლებით გამოიჩინეს: გიორგი კრასოვსკიმ და შოთა ჯიქიამ (სომხეთი), ირაკლი სირბილაძემ და პავლე ხორგუაშვილმა (ფინურ იკონენლიგაში), გიორგი ფეიქრიშვილი (ყაზახეთი) და ირაკლი გეფერიძემ (ისრაელის ლეუმითლიგა).


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

ნანახია: 733 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!