ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ხუთშაბათი, 18.04.2024, 22:31


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ოქტომბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 9 » ქართველი მწვრთნელების თურქული ემოციები
23:26
ქართველი მწვრთნელების თურქული ემოციები


გუშინ დილით, გამთენიას, თურქეთიდან საქართველოში უმაღლესი ლიგის გუნდების მწვრთნელებისგან შემდგარი დელეგაცია დაბრუნდა, რომლებიც უეფასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთობლივი პროექტის - STUDY GROUP SCHEME-ს ფარგლებში  ანკარაში იმყოფებოდნენ.  

 
თურქეთიდან სამშობლოში დაბრუნებულმა მწვრთნელებმა, "ლოკომოტივის" საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართეს და თურქული ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.   ფედერაციის მწვრთნელთა განათლების განყოფილების ხელმძღვანელი - გაიოზ დარსაძე ამბობს, რომ ამ ვიზიტს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. გარდა საქართველოსი, პროექტში მალტისა და ლიხტენშტეინის დელეგაციებიც იღებდნენ მონაწილეობას.  

 
გაიოზ დარსაძე: "განვითარების საოცარი პროგრამა წარმოადგინეს თურქებმა. მათ ახლა უკვე დაგეგმილი და გათვლილი აქვთ 2026 წლისთვის, როგორ ითამაშებენ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე.  გარდა ამისა, თურქეთის ფეხბურთის ასოციაცია ტელეკომპანიებისგან თურქეთის ჩემპიონატის გაშუქებისთვის 430 მილიონ ევროს იღებს და აქედან 50 მილიონი ერიცხება თითოეულ კლუბს. ხალხი ჩართულია ფეხბურთში აქტიურად. არაჩვეულებრივი ინფრასტრუქტურა აქვთ, კვალიფიციური მწვრთნელები, ინვენტარი - ეს ყველაფერი ხელს უწყობს ფეხბურთის განვითარებას. იქ ბავშვთა საფეხბურთო სკოლებში კაპიკს არავინ იღებს ბავშვისგან, ტალანტებს აქეთ უხდიან ფულს. ჩვენ რით გვინდა მივაღწიოთ შედეგს? კონკრეტული გეგმა გვჭირდება ".

 
  თურქეთში ვიზიტმა დიდი ეფექტი მოახდინა თავად მწვრთნელებზე. როგორც "ოლიმპის" აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი თემურ მახარაძე ამბობს, თურქეთის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბოლო საფეხბურებზე მყოფ გუნდებსაც კი საოცარი ინფრასტრუქტურა აქვთ. 
 

  თემურ მახარაძე: "ჩვენ ანკარაში თურქეთის ჩემპიონატის მე-11 ადგილოსანი გუნდის ბაზა დავათვალიერეთ. ეს არის საოცრება - ქალაქი ქალაქში. ავტობუსით გვათვალიერებინებდნენ ბაზას. 12 სტადიონი აქვს გუნდს, 4 ბუნებრივსაფარიანი და 8 ხელოვნური. პატარა ბავშვებსაც ისევე ასწავლიან და ავარჯიშებენ, როგორც დიდებს".

 
გიორგი ყიფიანი, "სიონის" მთავარი მწვრთნელი: „ჩვენ ვუყურეთ 17 და 19-წლამდელთა ვარჯიშებს. მათ არ ჰყავთ ტალანტები, ჩვეულებრივი ბავშვები არიან. ქართველები უფრო ნიჭიერები არიან, ეს დავინახეთ, მაგრამ ორ წელიწადში ის ბიჭები ქართველებს გაასწრებენ, იმიტომ, რომ ისინი სწორი გზით წავლენ და ქართველები მათ ვერ  მოუგებენ თამაშს. იქ როგორ არის იცით? - ბევრი ასაკობრივი გუნდია, ყველანი მუშაობენ არა შედეგისთვის, არამედ მიზნისთვის და ეს მიზანი არის მათი ეროვნული ნაკრები - ამ ნაკრებისთვის ზრდიან კადრებს. მთავარი ისაა, რომ არ მუშაობენ ცალ-ცალკე, ისინი ამ ერთი მიზნისთვის არიან გაერთიანებულები. პროგრესი უნდა დაიწყოსო, ამბობენ, პროგრესი მანამ არ დაიწყება, სანამ უკუსვლა არ შეწყდება. ჯერ ეს უკუპროცესი უნდა შევაჩეროთ და მჯერა, რომ რაღაცა წინსვლა იქნება".



goli.ge

ნანახია: 749 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!