ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               სამშაბათი, 20.08.2019, 17:52


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ივნისი » 4 » ქართული ტრანსფერები
21:08
ქართული ტრანსფერები

Goli.ge-ს ინფორმაციით, დაჩი ფოფხაძე, თენგიზ ჩიკვილაძე და ნოდარ მაჭავარიანი, მალე უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულ 'ტორპედოში' გადავლენ.

 

თენგიზ ჩიკვილაძემ,  რომელიც ბოლო 6 თვე დინამოში თამაშობდა, გუნდთან კონტრაქტი აღარ გააგრძელა და სავარაუდოდ, 'ტორპედოში' გადავა.

 

რაც შეეხება დაჩი ფოფხაძეს,  ეს უკანასკნელი, ბოლო 1 წლის განმავლობაში ჯერ "ოლიმპში", ხოლო შემდეგ  - ცხინვალის 'სპარტაკში' გამოდიოდა, მისით,  ნესტორ მუმლაძე, ჯერ კიდევ 'ვიტ ჯორჯიაში' მუშაობის დროს იყო დაინტერესებული, მაგრამ მაშინ, როგორც ჩანს, ვერ შეთანხმდნენ მწვრთნელი და ხელმძღვანელობა ფეხბურთელის შეძენის თაობაზე.

 

რაც შეეხება მაჭავარიანს, ის ჯერ კიდევ 'ოლიმპის' საკუთრებაა, კლუბი, როგორც ჩანს, მასთან მოლაპარაკებას აწარმოებს.

 

გუნდი  9 ივნისს შეიკრიბება და სწორედ ამ დროს გაირკვევა  რომელი ფეხბურთელი გააფორმებს კონტრაქტს 'ტორპედოსთან' და რამდენი ხნით.

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 Goli.Ge-ს ინფორმაციით, დავით დიღმელაშვილი, რომელიც 'დინამოდან' წასვლის შემდეგ, ისრაელის რაანანას 'ჰაპოელში' თამაშობდა, სათამაშოდ სამშობლოში ბრუნდება  და მალე რუსთავის 'ოლიმპთან' გააფორმებს კონტრაქტს.

 

'ოლიმპმა' საფეხბურთო სეზონის დასრულების შემდეგ ბევრი ფეხბურთელი შეიძინა და ჩამოიყვანა გუნდში, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ლევან ხმალაძესთან ერთად, დავით დიღმელაშვილიც გააფორმებს კონტრაქტს საქართველოს ჩემპიონთან.

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

'ლოკომოტივის'  კარის ახალგაზრდა კიპერი - მაქსიმე ქვილითაია, რომელიც თამამად შეიძლება ჩაითვალოს წლის აღმოჩენად, მალე ქუთაისური კლუბის რიგებში გადავა.

 

როგორც მოგეხსენებათ, დღეს აღმასკომმა 'ლოკომოტივი' და  'გაგრა' უმაღლესი ლიგიდან ოფიციალურად დააქვეითა. ქვილითაიას 'ლოკოსთან' ერთწლიანი კონტრაქტი აკავშირებს.

 

Goli.Ge-ს ინფორმაციით, 'ტორპედო' ამჟამად კლუბთან და მეკარესთან აწარმოებს მოლაპარაკებას. პირობებზე შეთანხმების შემთხვევაში პროგრესული მეკარე ნესტორ მუმლაძის გუნდში გადავა.

 

როგორც ჩანს, 'ტორპედო' უმაღლეს ლიგაში საკმაოდ გაძლიერებული დაბრუნდება და სერიოზულ განაცხადსაც გააკეთებს მაღალი ადგილებისთვის.

 -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

მაგდა კლდიაშვილი

goli.ge


ნანახია: 585 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2019
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!