დღეს მოსკოვის ”სპარტაკი” და რა თქმა უნდა, მისი ქართველი ტალანტი ჯანო ანანიძე შეკრებაზე ავსტრიაში გაემგზავრნენ.
ვალერი კარპინმა თან 24 ფეხბურთელი იახლა. ავსტრიაში ”სახალხო გუნდი” 2
საკონტროლო შეხვედრას გამართავს - 19 ივნისს დონეცკის ”შახტართან”, ხოლო
20-ში - ”სენიცასთან”.
_________________________________________________________________________________________________________________________________
როგორც საფეხბურთო კლუბის, მახაჩყალის ”ანჟის” ოფიციალური ვებ-გვერდი
იუწყება, ხუთშაბათს კლუბის ბაზაზე ძირითადი გუნდი ახალგაზრდულ
შემადგენლობას დაუპირისპირდა და 3:0 დაამარცხა.
შეხვედრაში უკანასკნელი გოლი დავით კვირკველიამ გაიტანა. სამწუხაროდ, არ არის მითითებული გუნდების შემადგენლობები. ___________________________________________________________________________________________________________________________________
თურქეთში შეკრებაზე მყოფმა
გროზნოს ”ტერეკმა” მორიგი სპარინგი გამართა. ამჯერად ლევან გვაზავას გუნდი
პრემიერ-ლიგის ბინადარს, ვლადიკავკაზის ”ალანიას” დაუპირისპირდა და 2:0
დაამარცხა.
მე-18 წუთზე ანგარიში ქართველმა ლეგიონერმა გახსნა. ლევანმა 90 წუთი დაჰყო მინდორზე.
championat.ge
|