დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის ფორმდება
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრებ
ახალგაზრდა ფეხბურთელთა მოძიებას (15,16,17 წლის ასაკობრივ კატეგორიებში)
და შემდგომში მათ საქართველოს ფეხბურთელთა სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებ
გუნდებში მოწვევას ითვალისწინებს.
დიასპორის
საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ხელს შეუწყობს
უცხოეთში მცხოვრებ ახალგაზდა ფეხბურთელებთან კონტაქტების დამყარებას და მათ
საქართველოში ჩამოყვანას, ხოლო საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია -
მოძიებული, ნიჭიერი ფეხბურთელების სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებ გუნდების
შემადგენლობაში თამაშს უზრუნველყოფას
ამასთან დაკავშირებით, თბილისის „ლოკომოტივის" სტადიონის საკონფერენციო დარბაზში დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ავალიანი და სფფ-ს ტექნიკური დირექტორი ნიკოლოზ ჩხეიძე 15 ივნისს 12:00 საათზე ერთობლივი ბრიფინგს გამართავენ.
|