ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2011 » იანვარი » 18 » "მიხეილ მესხის" პროექტზე აღიარებული არქიტექტორი მუშაობს
00:00 "მიხეილ მესხის" პროექტზე აღიარებული არქიტექტორი მუშაობს |
დეკემბერში თბილისს უეფას ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ მიფსვუდი და უეფას
ნაციონალური ასოციაციების დეპარტამენტის უფროსი ტიერი ფავრი სტუმრობდნენ,
რომელთა ჩარევითაც დაიგეგმა ბატონი ფენვიკის ვიზიტიც.
უეფას
მაღალჩინოსანთა უშუალო ინიციატივით გაუკეთდა ორგანიზება მარკ ფენვიკის
ვიზიტს, რომლის მიზანიცაა მიხეილ მესხის სტადიონის სარეკონსტრუქციო
სამუშაოებისათვის აუცილებელი, უეფას სტანდარტების შესაბამისი პროექტის
შექმნა.
მარკ ფენვიკს დამთავრებული აქვს ქინგსტონისა და მადრიდის
უნივერსიტეტები არქიტექტურის განხრით. ფენვიკი არაერთი მასშტაბური პროექტის
ავტორია, მათ შორისაა ესპანიოლის სტადიონი და ვალენსიას სტადიონი
ესპანეთში. ეს უკანასკლნელი 75 ათას მაყურებელს იტევს და ევროპაში
ერთ-ერთი ყველაზე დიდია.
ფენვიკის მიმდინარე პროექტებშია ორი სტადიონის პროექტი, რომელიც 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატისათვის ყატარში აშენდება.
სწორედ ამიტომ განსაკუთრებით საინტერესოა მიხეილ მესხის სტადიონის რეკონსტრუქციის საკითხში მსგავსი დონის არქიტექტორის მონაწილეობა.
დღეს,
სფფ-ს ოფისში, გაიმართა სამუშაო შეხვედრა ევროპელ არქიტექტორსა და სფფ-ს
პრეზიდენტ, ზვიად სიჭინავას შორის. მოხდა დეტალური გაცნობა აქამდე
არსებული პროექტისა. სფფ-ს პრეზიდენტმა საკუთარი მოსაზრებები გააცნო
სტუმარს. განხილულ იქნა რეკონსტრუქციის ყველა შესაძლო ვარიანტი.
ზვიად
სიჭინავასთან შეხვედრის შემდეგ მარკ ფენვიკმა უშუალოდ დაათვალიერა მიხეილ
მესხის სტადიონი. სფფ-სა და ფენვიკს შორის დადებული შეთანხმების
შესაბამისად, ევროპელი არქიტექტორი უახლოეს მომავალში ყველა სტანდარტის
შესაბამის პროექტს დაამზადებს.
თბილისს მარკ ფენვიკი დღეს, გვიან ღამით დატოვებს.
სფფ-ს პრესსამსახური
|
ნანახია: 1201 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|