კვლავ გრძელდება ტრანსფერები ქუთაისის 'ტორპედოში', გუნდმა, ამჯერად,
თორნიკე თარხნიშვილი დაიმატა, კლუბი მასთან კონტრაქტს უახლოეს დღეებში
გააფორმებს.
რაც შეეხება `ვიტ ჯორჯიელ` ვახტანგ კვარაცხელიას, როგორც ნესტორ
მუმლაძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, მასთან მოლაპარაკებები, უშედეგოდ
დასრულდა. მას `ვიტ ჯორჯიასთან` მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს და
შეთანხმება ვერ შედგა.
მათე ვაწაძესთან დაკავშირებით კი, მუმლაძის თქმით, ფეხბურთელს ჰქონდა
გადასვლის სურვილი, თუმცა მასაც კონტრაქტი აკავშირებს `დინამოსთან` და
მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდება.
goli.ge
|