კობა ჟორჟიკაშვილის 17-წლამდელთა ნაკრები 18 ოქტომბრიდან 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპში ჩაებმება. პირველ შეხვედრას ქართველები პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.
ჟორჟიკაშვილის გუნდი 12 ოქტომბრიდან შეკრებაზეა სასტუმრო "ბომონდ გარდენში”. როგორც მთავარი მწვრთნელი ამბობს, გუნდს ტრავმები, სხვა სახის პრობლემები არ აქვს და მზად არიან საბრძოლველად.
"განწყობა კარგია. ტრავმები არ გვაქვს და გუნდი სრულ მზადყოფნაშია. რთული თამაშები იქნება და ვნახოთ რა შედეგს ვაჩვენებთ. შეკრებაზე ვართ. თამაშები გვანახებს, რა შეგვიძლია".
კობა ჟორჟიკაშვილის განკარგულებაში შემდეგი 18 ფეხბურთელია:
მეკარეები: გაბრიელ თებიძე, ბაჩო მიქავა (ორივე – "ოლიმპი");
მცველები: ნიკა სანდუხაძე, ავთო მანაგაძე (ორივე - "დინამოს" აკადემია), სულხან კახიძე (შუქურა), დავით მთივლიშვილი, სანდო ჭიღვარია (ორივე – "ლოკომოტივი"), დაჩი ცნობილაძე ("ოლიმპი"), ცოტნე მონიავა ("მერანი" მარტვილი);
ნახევარმცველები: გოგი გოგიჩაიშვილი ("ტორპედო"), ავთო ენდელაძე, გურამ სამუშია (ორივე – "ბაია"), გიორგი სარჯველაძე (35-ე საფეხბურთო სკოლა), ლუკას ჰუფნაგელი ("ბაიერნი"), ნიკა დიასამიძე ("ბათუმი");
თავდამსხმელები: ბაჩო არაბული, გიორგი ფანცულაია (ორივე – "ოლიმპი"), თემურ მარკოზაშვილი ("მერანი" თბილისი).
როგორც იცით, ლუკას ჰუფნაგელი გერმანელია, დედა ჰყავს ქართველი და მის ნატურალიზებასთან დაკავშირებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დიდი ხანი მუშაობდა.
|