როგორც მოგეხსენებათ, 30 მაისს, საქართველოსა და შვეიცარიის ახალგაზრდული ნაკრებების დაპირისპირების დროს ირაკლი კლიმიაშვილმა ტრავმა მიიღო და მთავარი მწვრთნელი – ოთარ გაბელია იძულებული გახდა ცვლილება განეხორციელებინა.
კლიმიაშვილი თამაშის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ტრავმა დაუფიქსირეს. ფეხბურთელმა მარცხენა ფეხის კოჭზე დაზიანება მეტოქესთან ბურთის ართმევის დროს მიიღო.
მას ფეხის ტერფზე აღენიშნება სისხლჩაქცევა, ჰემატომა. გაუსივდა კოჭი და დაჭიმული აქვს მყესები. კლიმიაშვილი რეაბილიტაციის კურსს სახლში გადის ნაკრების ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
მაგდა კლდიაშვილი
goli.ge