ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ხუთშაბათი, 28.03.2024, 17:07


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ოქტომბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 27 » ჯანო ანანიძე რთული არჩევანის წინაშე
17:04
ჯანო ანანიძე რთული არჩევანის წინაშე

სანკტბეტერბურგის "ზენიტის" ხელმძღვანელობა "სპარტაკისთვის" ნახევარმცველ ჯანო ანანიძის სანაცვლოდ 15 მილიონი ევროს შეთავაზებას აპირებს. ამჯამად პეტერბურგელი სკაუტები ქართველ ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის საკითხებს აგვარებენ, რომლის პირობებიც ”სპარტაკთან” ანანიძის ახლანდელ კონტრაქტთან შედარებით ბევრად უფრო მიმზიდველია.

მართალია, რუსეთის სახალხო კლუბში ანანიძის გაყიდვის პერსპექტივას ჯერჯერობით არცთუ  დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში ფინანსური არგუმენტები შესაძლოა უპირატესი აღმოჩნდეს, როგორც ეს ადრეც არაერთხელ მომხდარა.

ჯანოს მიმართ პოტენციური მყიდველების ინტერესი მისი ”სპარტაკში” გამოჩენისთანავე გაჩნდა. შეგახსენებთ, რომ ჯანოს თეთრ-წითლების შემადგენლობაში დებიუტი გასული წლის ივლისში , ”კრასნოდართან” სათასო მატჩში ჰქონდა. ქართველმა ვუნდერკინდმა თავისი პირველი გოლი იმ მატჩშივე გაიტანა, ერთი თვის შემდეგ კი თავი რუსეთის ჩემპიონატშიც გამოიჩინა.

შარშან ოქტომბერში ანანიძე რუსეთის ჩემპიონატის რეკორდსმენი გახდა, ის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვინც ამ ტურნირში გოლის გატანა შეძლო. ეს დედაქალაქის ”ლოკომოტივთან” მატჩში მოხდა. მაშინ ჯანო  17 წლისა და 18 დღის იყო.  ერთერთ მომდევნო მატჩში ანანიძეს უკვე ”არსენალის”, ”იუვენტუსის”, ”მილანის” და ”სევილიის” სკაუტები აკვირდებოდნენ. ”მეთოფეებმა” ჯანოს სანაცვლოდ 10 მილიონი ევროს გადახდის მზადყოფნაც გამოთქვეს, მაგრამ ”სპარტაკმა”  ამ წინადადებაზე უარი თქვა და ნიჭიერ ქართველს მაშინვე ახალი, სამწლიანი კონტრაქტი გაუფრომა.

რაც შეეხება ”ზენიტს”, კლუბის მესვეურებმა რუსეთის ჩემპიონატის ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელისთვის ყურადღების მიქცევა მხოლოდ ახლა გადაწყვიტეს. თუ ანანიძე მათთან გადასვლას დათანხმდება, მოლაპარაკებას ხელს ძნელად თუ რამე შეუშლის. საკმარისია გავიხსენოთ ტიმოშჩუკის, დანის, სემშოვის და ბისტროვის სატრანსფერო ისტორიები, როდესაც საბოლოოდ ყველაფერი ფეხბურთელების პირადმა ფინანსურმა სარგებელმა გადაწყვიტა.

"ლელო"

ნანახია: 804 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!