ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2011 » აპრილი » 7 » ჯანო ანანიძე "პორტუსთან" მატჩისთვის ემზადება
01:14 ჯანო ანანიძე "პორტუსთან" მატჩისთვის ემზადება |
მოსკოვის "სპარტაკი" ჩარტერული რეისით პორტოს ესტუმრა, სადაც დღეს "პორტუსთან" ევროპის ლიგის 1/4 ფინალის პირველ მატჩს გამართავს.
მოსკოველთა თავკაცმა ვალერი კარპინმა პორტუგალიაში გუნდთან ერთად ქართველი
ნახევარმცველი ჯანო ანანიძეც იახლა.
პორტუგალიიდან
მოწოდებული ცნობით კი, ჩვენებურმა "სპარტაკთან" ერთად სრულფასოვანი,
საათნახევრიანი ვარჯიშიც ჩაატარა - როგორც ჩანს, ჯანომ მტკივანი კოჭი
ბოლომდე მოირჩინა და გამორიცხული არაა, ხვალინდელ მატჩში მოედანზეც
ვიხილოთ.
სპარტაკელთა თავკაცს "პორტუსთან" მომავალ მატჩში გუნდების შანსებზე ჰკითხეს, რაზეც კარპინმა შემდეგი განაცხადა:
-
ჯერ ერთი - სანამ თამაში არ დაწყებულა, გუნდების შანსები ყოველთვის
"ფიფტი-ფიფტიზეა". მეორეც, მხოლოდ უპირობო ფავორიტთან, "ბარსასთან" თამაშის
დროს შეიძლება შანსებზე საუბარი, ისიც - 70-30-ზე, ან 60-40-ზე, რა თქმა
უნდა, კატალონიელთა სასარგებლოდ. "პორტუ" კი "ბარსა" არაა.
-
"სპარტაკი" ევროპის ლიგაზე უფრო წარმატებით თამაშობს, ვიდრე ჩემპიონატში.
შეიძლება თქმა, რომ მთელი ყურადღება ევროთასებზე გაქვთ გადატანილი? - არა, რა თქმა უნდა. ჩვენ წინ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ და ტურნირებს არ ვანსხვავებთ.
- თუმცა ფეხბურთელების მოტივაცია ჩემპიონატსა და ევროთასებზე განსხვავებულია. - შესაძლოა ასეც იყოს, მაგრამ ალბათ უმჯობესია ფეხბურთელებს ჰკითხოთ, ზედიზედ ორ მატჩს განსხვავებული მოტივაციით რატომ ატარებენ.
- ანანიძეს, მაკეევს, ვალიტონს, როხოს და დიკანს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდათ... - მომავალი მატჩისთვის ყველა ჩამოთვლილი ფეხბურთელი ემზადება.
|
ნანახია: 880 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|