პოპოულარულმა ვებგვერდმა GOL.COM-მა 21 წლამდე ასაკის ასი გამორჩეული
ფეხბურთელი დაასახელა. საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის"
შემტევი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე მსოფლიოს ამ ასეულშიც მოხვდა, სადაც
გვარები ანბანის მიხედვით არის დალაგებული.
"ტექნიკური, ნიჭიერი,
სწრაფად მოაზროვნე ეს ნახევარმცველი მოედანზე მსუბუქად გამოიყურება. გასულ
სეზონში მთავარ გუნდში გადაიყვანეს და იქ დამკვიდრების კარგი პერსპექტივა
აქვს. რუსული პრემიერლიგის ახალ სეზონში მასზე დიდ იმედს ამყარებენ. ის
გრანდების, "მილანისა" და "არსენალის" სამიზნეა", - წერს GOL.COM ჯანო
ანანიძეზე.