ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2011 » აპრილი » 16 » ივიცა ოლიჩი: "საქართველოსთან გამარჯვებას არც ვიმსახურებდით"
00:54 ივიცა ოლიჩი: "საქართველოსთან გამარჯვებას არც ვიმსახურებდით" |
ხორვატიის ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელს, ივიცა ოლიჩს
ტრავმის გამო საქართველოსთან ევრო-2012-ის შესარჩევის ციკლის მატჩი გაუცდა
და რა გასაკვირია, უფრო მეტად იმიტომ ჯავრობს, თბილისში მისმა
თანამოძმეებმა მარცხი რომ იწვნიეს.
ივიცა გამოჯანმრთელდა, რუსული
"სპორტ ექსპრესის" ჟურნალისტმა კი მისგან ინტერვიუ აიღო და სხვა თემებთან
ერთად საქართველო-ხორვატიის საფეხბურთო დაპირისპირებაზეც ჰკითხა.
- უთქვენოდ ხორვატიის ნაკრებს საქმე კარგად არ წაუვიდა – ევრო-2012-ის შესარჩევ ციკლში საქართველოსთან დამარცხდით... -
რა თქმა უნდა, საქმე თავადვე გავირთულეთ, მაგრამ ჯგუფში პირველი ადგილის
დაკავების შანსს ჯერ კიდევ ვინარჩუნებთ. ვფიქრობ ეს გამოგვივა კიდეც:
სწრაფად უნდა დავივიწყოთ თბილისური წარუმატებლობა და ახლა მთელი ყურადღება
მომავალ მატჩს (ხორვატია-საქართველო) უნდა დავუთმოთ.
- ხორვატიის ნაკრების კარში გოლი გერმანიაში მოთამაშე კობიაშვილმა გაიტანა. იცნობთ მას? -
არა, ვიცი მხოლოდ, რომ ახლა "ჰერტაში" თამაშობს. თბილისში ძალიან ცუდად
ვითამაშეთ და მოგებას არც ვიმსახურებდით. იმედი მაქვს, ეს მარცხი ჩვენთვის
გაკვეთილი იქნება.
- ამიერკავკასიაში ხორვატიასთან ერთად რუსეთმაც ცუდად ითამაშა... -
ჰო, ვიცი, რუსეთის ნაკრებს სომხეთთან რომ გაუჭირდა. საერთოდ, ყოფილი
საბჭოთა კავშირის ქვეყნების ნაკრებები რუსეთისა და სხვა ძლიერი ნაკრებების
წინააღმდეგ დაცვითი სტილით თამაშობენ. თუ თავიდანვე არ გაუტან, ძალა და
მხნეობა ემატებათ და შემდეგ მათთან გამკლავება სულ უფრო რთული ხდება.
|
ნანახია: 751 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|