ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               შაბათი, 21.12.2024, 17:49


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ივნისი » 27 » ინტერვიუ: გიორგი თექთურმანიძე: "ყველაფერი მინდორზე გადაწყდება"
02:04
ინტერვიუ: გიორგი თექთურმანიძე: "ყველაფერი მინდორზე გადაწყდება"
ინტერვიუ გიორგი თექთურმანიძესთან

 გიორგი თექთურმანიძე ბევრის აზრით გასული ჩემპიონატის მთავარი აღმოჩენა გახდა.. მან ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას 35-ე სკოლიდან თბილისის ”დინამოს” ძირითადში ამოჰყო თავი.. მან ღირსეულად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას და გუნდის შეუცვლელი ფიგურაც გახდა

-როგორ შეაფასებ ”დინამოს” გამოსვლას უკვე დასრულებულ ჩემპიონატში? დინამო მეორე ადგილზე გავიდა. ბევრი კლუბისთვის ეს საამაყოა მაგრამ არა დინამოსთვის..

- მაინც დადებითად შევაფასებდი ჩვენ გამოსვლას. პირველ ნახევარში გუნდში არ ვყოფილვარ და არ ვიცი რა ხდებოდა. მეორე წრეში არაფერი არ დაგვითმია. კონკურენტებს ბოლომდე ვეომებოდით და ხშირად ვუგებდით კიდეც. რომ არა გარეშე პირობები, შეიძლება ერთი საფეხურით წინაც ვყოფილიყავით.

- რა დააკლდა კლუბს ყველაზე მეტად წარმატებისთვის?

- ალბათ პირველ წრეში დაკარგული ქულები რაც ძირითადად ხშირი ტრავმების ბრალი და მიკერძოებული მსაჯობის ბრალი იყო

- გუნდიდან ბევრი ძლიერი ფეხბურთელი წავიდა ძმები კაშიები, აკირემი, კრსტესკი, ჩიკვილაძე... შენი აზრით, არიან თუ არა ახლდანდელ დინამოში მათი შემცვლელები?

- რა თქმა უნდა ამ ფეხბურთელების შეცვლა ძალიან ძნელია. მათ დიდი როლი ითამაშეს დინამოს წარმატებაში. თუმცა მათ გევრდით ძალიან ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გაიმართა, რომლებიც ღირსეულად შეცვლიან სახელოვან დინამოელებს.

- დინამოს პირველი მეტოქე ევროპის ლიგაზე ესტონური ფლორაა. როგორ გგონია რამდენ ეტაპს გაივლის დინამო?

- ფლორას სიამრთლე, რომ გითხრა არ ვიცნობ. მათი თამაში ნანახი არ მაქვს. შესაბამისად მათზე ვერაფერს ვერ ვიტყვი. არ მიყვარს წიანსწარ ლაპარაკი. ყველაფერი მინდორზე გადაწყდება.

- დინამოს კაპიტატი ნიკა ფირცხალავა გახდა. რა კომენტარს გაუკეთებდი ამ ფაქტს?

- დამსახურებულად გახდა. ის ღირსეული პიროვნება და ფეხბურთელია

- რომელი ფეხბურთელისგან ისწავლე შენ ყველაზე მეტი?

- ბევრი ფეხბურთელი იყო ასეთი, მაგრამ ალბათ ყველაზე ბევრი კოშკაძესგან. 

-რას იტყვი გულშემატკივრებზე, ისინი შენზე მომავალ სეზონში დიდ იმედებს ამყარებენ. რას ეტყვი შენ მათ..

- ფეხბურთის თამაშს აზრს მაყურებელი აძლევს. მე ძალიან მიხარია, რადგანაც დინამოს ძალიან კარგი ფან–კლუბი ყავს. დიდი პატივია თუ შენზე ცოტაოდენ იმედს ამყარებენ, მე კი მონდომებას არ დავაკლებ, რომ ეს ხალხი გავახარო...მთავარია რწმენა და ყველაფერი კარგად იქნება.







სერგი ჭოხონელიძე
championat.ge
ნანახია: 1088 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!