ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               შაბათი, 21.12.2024, 18:09


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ივნისი » 10 » ინტერვიუ: ოთარ მარცვალაძე: `ვოლგაში` თავს კომფორტულად ვგრძნობ`
13:59
ინტერვიუ: ოთარ მარცვალაძე: `ვოლგაში` თავს კომფორტულად ვგრძნობ`

http://www.ambebi.ge/images/pictures/sporti/fexburti/qartuli/oto.jpg

საქართველოს ნაკრების წევრისთვის, ოთარ მარცვალაძითვის წინა წელი ძალიან წარმატებული გამოდგა - ის მახაჭყალას "ანჟის" ბომბარდირი გახდა და მისმა კლუბმა  რუსეთის პრემიერ ლიგაში შეძლო გადასვლა. ელიტარულ დივიზიონში გადასული გუნდის ხელმძღვანელებსაც მისი იმედი უნდა ჰქონოდათ, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო გუნდის გოლეადორს და მასთან ერთად კიდევ რამოდენიმე ქართველს, კლუბის დატოვება მოუხდათ. 

 

ქართველი თავდასხმელი წელსაც პირველ პირველ დივიზიონში ასპრეზობს. ამჯერად, ის პრემიერ ლიგაში გადასვლაში ეხმარება ნიჟნის ნოვგორიდის "ვოლგას", სადაც მთავარი მწვრთნელი ომარ თეთრაძეა.  კლუბში ირიცხება კიდევ ერთი ქართველი - ედიკ საჯაია.

 

ს.ფ. " ვოლგას" სამომავლო გეგმებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ქართველ თავდასხმელს რამოდემინე კითხვით მიმართა რუსული გამოცემა onedivision-მა.

 

 

გთავაზობთ ამონრადის ინტერვიუდან :

 

 

- როგორც ჩემთვის ცნობილია, ბავშვობაში თქვენ ოცნებობდით კიევის "დინამოში" მოხვედრაზე და 2006 წელს ის ახდა კიდეც ...

- ნამდვილად, ბავშვობაში თვალყურს ვადევნებდი იმას, თუ როგორ გამოდიოდნენ ჩემი თანამემამულე, ქართველი ფეხბურთელები კახა კალაძე და გიორგი დემეტრაძე კიევის "დინამოში".  ისინი უკრაინულ გუნდში წამყვანი ფეხბურთელები იყვნენ. მოვხვედრილიყავი დინამოელთა კოლექტივში იმ დროისთვის,  ჩემთვის ოცნება იყო. ვიცოდი, რომ "დინამო" დიდი კლუბი იყო, დიდი ტრადიციებით, ძლიერი შემადგენლობით, მაგრამ მოვიდა დრო და მე მიმიწვიეს კიევის გუნდში სინჯებზე. მე მივხდი, რომ ეს იყო რეალური შანსი მოვხვედრილიყავო ოცნების კლუბში და გავემგზავრე კივეში.გასინჯვამ ჩემთვის იღბლიანად ჩაიარა, ხოლო წინასასეზონო შეკრებების შედეგად მოვაწერე კლუბთან კონტრაქტს. პირველი ნახევარი წელი 'დინამოში', რომელიც ჩემპიონატის მეორე წრეს დაემთხვა, არც ისე ცუდი გამოდგა ჩემთვის. სამწვრთნელო შტაბი მანდობდა ძირითად შემადგენლობაში ადგილს. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვიყავი, მაინც ძალიან ძნელია საქართველოს ჩემპიონატის შემდეგ უკრაინაში ან რუსეთში თამაში. პირველი სეზონი უკრაინაში ჩემთვის კარგად დასრულდა, თუმცა შესვენების შემდეგ და წინასასეზონო შეკრებების დროს ტრავმები დამჩემდა ერთი მეორეს მიყოლებით, მომიხდა რამოდენიმე ოპერაციის გადატანა. საბოლოო ჯამში, სათამაშო პრაქტიკა გუნდში თითქმის არ მქონდა.

 

- შედეგად თქვენ კიევის "დინამოდან" წახვედით  "ზაკაპარტიეში" არენდით...

- მას შემდეგ, რაც კიევის "დინამოს" ძირითად გუნდში ვითამაშე, არ მინდოდა დუბლებში თამაში. ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება გადავსულიყავი "ზაკაპარტიეში", რათა რეგულარულად მიმეღო სათამაშო პრაქტიკა. არ შემიძლია იმის თქმა, რომ მე პრინციპულად დავტოვე კიეველთა გუნდის ბანაკი. საქმე იმაში იყო, რომ იმ დროისთვის "ზაკაპარტიეს" ხელმძღვანელობდა ძალიან კარგი პიროვნება, რომელმაც მიმიწვია უჟგოროდში. ის კარგად იცნობდა ჩემს თამაშს. ზუსტად ჩემდამი ასეთი მიდგომის გამო, მე გადავედი უჟგოროდელთა კლუბის ბანაკში. იმ სეზონში გუნდი იბრძოდა უკრაინის პრემიერ ლიგაში დასარჩენად. "ზაკაპარტიეში" მე მხოლოდ ჩემიონატის პირველი წრე გავატარე.

 

- კარიერის უკრაინეული ეტაპის შემდეგ , თქვენ მოხვდით რუსეთის ჩემპიონატში ...

- რუსეთში ძალიან კარგად იცნობდნენ ჩემს თამაშს. "ანჟის" ხელმძღავნელობას მოუნდა ჩემი კონტრაქტის გამოსყიდვა კიევის "დინამოდან". ორივე კლუბის პრეზიდენტმა გამართა მოლაპარაკება, რომლის შედეგადაც მე აღმოვჩნდი მახაჭყალაში. 

 

- პირველივე სეზონში მახაჭყალელთა გუნდის შემადგენლობაში, თქვენ მოახრეხეთ გეჩვენებინათ შესანიშანავი მაჩვენებელი შედეგიანობისა. რისი დამსახურებით მოხდა ასე ?

- უპირველეს ყოვლისა, ჩემი პარტნიორების დამსახურებით მოვახერხე გამეტანა ამდენი გოლი და მიმეღწია ჩემს გუნდთან ერთად დასახული ამოცანის გადასაჭრელად - გადავსულიყავით პრემიერ ლიგაში. ის რომ, ჩვენ ამ მიზანს მივაღწიეთ - თითოეული ფეხბურთელის დამსახურებაა და არა მხოლოდ ჩემი. მიუხედავად იმისა, რომ მე კლუბის ბომბარდირი გავხდი. მთელი გუნდი ცდილობდა, რის შედეგადაც ჩვენ მოვახერხეთ "ანჟისთვის" მიგვეღწია წარმატება. ღვთის წყალობით ჩვენ მოვახერხეთ გაგვეხორციელებინა დასახული გეგმა და გაგვეყვანა კლუბი ელიტურ დივიზიონში.

 

- მახაჭყალურმა კლუბმა მიაღწია დასახულ ამოცანას და გადავიდა პრემიერლიგაში. მიუხედავად ამისა, ოთარ მარცვალაძემ დატოვა გუნდი ...

- "ანჟიში" არც ისე მარტივი სიტუაცია შეიქმნა. ისე აღმოჩნდა, რომ კლუბში ძალიან ბევრი ქართველი ფეხბურთელი მოხვდა, რის შედეგადაც უსიამოვნო საუბრები დაიწყო. ჩემთვის არავის მიუთითებია კარისკენ და პირადად არავის დაუსახელებივარ, თუმცა, მე პირდად მივიღე გადაწყვეტილება დამეტოვებინა კლუბი.ნიჟნი ნოვგოროდის 'ვოლგაში' კარგად იცნობდნენ ჩემი თამაშის სტილს, ამიტომაც კლუბის ხელმძღვანელებმა მოისურვეს, რომ გადავსულიყავი მათ კლუბში არენდის წესით. ვთვლი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე და ნიჟნი ნოვგოროდში გადასვლა წამადგა.

 

- გულახილად რომ ვთქვათ, სეზონის სტარტი თქვენი გუნდისთვის ძალიან უიღბლო გამოდგა. როგორ ფიქრობთ, რასთანაა ეს დაკავშირებული ჩემპიონატის ასეთი დასაწყისი ?

- სიმართლე გითხრათ, არ შემიძლია დავასახელო ზუსტი მიზეზები ასეთი სტარტისა. არ შეიძლება ჩემპიონატის ცუდი სტარტი კონკრეტულად ერთი ადამიანის ბრალი იყოს. ვფიქრობ, ჩვენ აუცილებლად დავიწყებთ სტაბილურად კარგად თამაშს და გამოვასწორებთ დღევანდელ მდგომარეობას. ყოველ თამაშზე გამოვალთ მხოლოდ მოგებაზე ფიქრით.

 

- ამ სეზონში თქვენ წინაშე რაიმე კონკრეტული მიზანი დაისახეთ ?

- მე ჩემ წინაშე არ ვაყენებ რამე კონკრეტულ გეგმას, გატანილი გოლების რაოდენობის ჩათვლით. მაგრამ  დიდი სურვილი მაქვს, რომ "ვოლგა" თავისი პროფესიული მიდგომით ფეხბურთის მიმართ გადავიდეს პრემიერ ლიგაში.

 

- თქვენ გეხმრებათ ის ფაქტი , რომ გუნდს ხელმძღვანელობს თქვენთვის კარგად ნაცნობი ომარ თეთრაძე ?

- ვფიქრობ, როდესაც გუნდს ხელმძღვანელობს ნაცნობი მწვრთნელი, ეს ეხმარება ნებისმიერ ფეხბურთელს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა მწვრთნელებთან მე ნაკლებად ვცდილობ, არ ვიხარჯები ასი პროცენტით მინდორზე. მინდორზე ხომ ერთი მიზანია მარტო - გახვიდე, რათა იბრძოლო გამარჯვებისთვის. ბატონ ომარისთან ერთად ჩვენ კარგად ვიმუშავეთ წინა სეზონში და გადავჭერით დასახული ამოცანა. 


- თქვენ ალბათ თვალს ადევნებთ "ანჟის" გამოსვლას პრემიერლიგაში. გულშემატკივრობთ მახაჭყალურ კლუბს ?

- რა თქმა უნდა, მე ყურადღებით ვადევნებ თვალს მათ გამოსვლას. ვერ ვიტყვი, რომ მახაჭყალურ კლუბს ვგულშემატკივრობ, მაგრამ მაინც მსურს, რომ მათ კარგად ითამაშონ პრემიერ ლიგაში და დარჩნენ ელიტურ დივიზიონში მომავალ წელს.

 

- გაქვთ ურთიერთობა თქვენ თანამემამულეებთან, რომლებიც რუსეთში თამაშობენ? 

- ვცდილობ ვიქონიო ურთიერთობა ჩემს თანამემამულეებთან, მაგრამ ყველაზე უფრო ხშირად მალხაზ ასათიანთან, დათო კვირკველიასთან და ლაშა სალუქვაძესთან გამომდის.


goli.ge

ნანახია: 805 | დაამატა: Admin2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!