ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               შაბათი, 21.12.2024, 18:04


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ივნისი » 10 » ინტერვიუ: კახაბერ ცხადაძე: ,,ხმაურიან ტრანსფერებს ვერ გავწვდებით,,
22:53
ინტერვიუ: კახაბერ ცხადაძე: ,,ხმაურიან ტრანსფერებს ვერ გავწვდებით,,
http://www.ambebi.ge/images/stories/sporti/kaxa.jpg
აზერბაიჯანის ჩემპიონის ბაქოს ,,ინტერი''-ს მთავარმა მწვრთნელმა აზერბაიჯანულ პრესასთან მიცემულ საკმაოდ ვრცელ ინტერვიუში ისაუბრა ჩემპიონთა ლიგისათვის დაწყებულ სამზადისზე და პირველ ახალწვეულებზე.

გთავაზობთ ამ ინტერვიუს სრულ ვარიანტს:

-კლუბი სრული შემადგენლობით შეიკრიბა?
-არა, იმიტომ, რომ ვისაც ნაკრებებში მოუწია ასპარეზობამ ჯერ კიდევ ისვენებენ, ისინი 20-ივნისამდე დავითხოვეთ.

-შეკრების გამართვის ადგილები უკვე გადაწყვეტილია?
-14-ივნისამდე ჩვენ გვექნება ორჯერადი ვარჯიშები ბაქოში. 15-ივნისს ჩვენ გავემგზავრებით ბულგარეთში, სადაც დავრჩებით 6-ივლისამდე და იქვე დაველოდებით კენჭისყრის შედეგებს.

-შემადგენლობასთან დაკავშირებული პრობლემები თქვენს კლუბში ისედაც იყო, ეხლა კი როგორც ჩანს რუბინსიც აპირებს წასვლას.
-ჩვენ რუბინსთან ყველაფერი შეთანხმებული გვქონდა. პირდაპირ ვიტყვი, ჩვენ ფეხბურთელებთან ფურცელზე არსებული ხელშეკრულების პარალელურად გვაქვს წმინდა ადამიანური ნდობა-დამოკიდებულებაც და კაცურ სიტყვაზე ნდობაც. მე მახსოვს, როცა 1998-წელს ,,მანჩესტერ სიტი''-სთან ვაფორმებდი კონტრაქტს, მაშინ საკუთარ სახლში წამიყვანა კლუბის პრეზიდენტმა ფრენსის ლიმ. ჩვენ ნახევარი საათის განმავლობაში ვსაუბრობდით და ვათანხმებდით კონტრაქტის დეტალებს, ხოლო როცა შეთანხმება შედგა, ფრენსისმა მე ხელი ჩამომართვა და მითხრა რომ ჩვენ გავაფორმეთ კონტრაქტი. და ეს მოხდა ინგლისში, სადაც ძალიან უყვართ ფურცელზე დაფიქსირება და ნაკლებად ენდობიან სიტყვას. ჩვენ კი რუბინსს ჩამოვართვით ხელი და წავედით ჩვენ-ჩვენს სახლებში ჩემპიონატის დასრულების შემდეგ. ყველა ვარიანტში მას ექნება კონტრაქტი.

-ესე იგი თქვენ გინდათ თქვათ, რომ თუკი რუბინსი გადაწყვეტს დატოვოს კლუბი, თქვენ მას არ გაუშვებთ?
-ჩვენ მას გავუშვებთ, თუ თავად მოისურვებს ამას. ის ამ საკითხზე კლუბის პრეზიდენტს უნდა ესაუბროს. მე მთავარი მწვრთნელი ვარ და ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის.

-ლეონარდო როშამ სეზონის ბოლო ნაწილი ჩაატარა ძალიან სუსტად, მაგრამ თქვენ არასოდეს არ გამოგიხატიათ მისდამი უკმაყოფილება. ის რჩება კლუბში?
-როშა დაყენებულია ტრანსფერზე, მაგრამ მას ისევ აკავშირებს ჩვენთან კონტრაქტი. თავის დროზე ჩვენ ის არც ისე იაფი დაგვიჯდა, ხოლო რასაც ეხლა იგი წარმოადგენს როგორც ფეხბურთელი ეს ყველაფერი ,,ინტერი''-ს დამსახურებაა. რომელი კლუბიც მის გადაბირებას მოინდომებს უნდა დაუკავშირდეს ჩვენს პრეზიდენტს.

-რაც შეეხება რობერტას პოშკუსს, ისიც მიდის?
-თქვენ რომ იცოდეთ მე წავიკითხე ძალიან ბევრი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პოშკუსი ტოვებს კლუბს. პოშკუსმა გასულ სეზონში კლუბს ძალიან ბევრი სარგებელი მოუტანა. ჩვენ მასთან გვქონდა საუბარი, სადაც პოშკუსმა არ მოგვცა იმის პირობა, რომ დარჩებოდა, მაგრამ მას ჩვენ 20-ივნისისათვის მაინც ველოდებით ბულგარულ შეკრებაზე.

-ვნახავთ კი ჩვენ თქვენი კლუბის რიგებში ,,სიმურგი''-ს ფორვარდს ელშან მამედოვს?
-არა, ჩვენ მის გადაბირებას არ ვაპირებთ. გეტყვით პირდაპირ, რომ ჩვენ პირველ რიგში ვეცდებით გადავიყვანოთ ადგილობრივი მოთამაშეები, რადგან შემდეგი სეზონიდან ამოქმედდება ლეგიონერებზე ლიმიტი. ამ ეტაპზე ჩვენ დავიმატეთ ჯამალ მამედოვი, დაშდამიროვი და გაჯიევი. კლუბის პოლიტიკა ამ კუთხით შეიცვალა და ჩვენ აქცენტს ადგილობრივებზე გავაკეთებთ. მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენ გვჭირდება გადავიბიროთ რამდენიმე გამოცდილი და ძლიერი მოთამაშე უცხოეთიდან, რომლებიც დაგვეხმარებიან წარმატებით გამოვიდეთ როგორც ევროტურნირებზე ასევე აზერბაიჯანულ პრემიერლიგაში.

-ღირს კი ველოდოთ ხმაურიან ტრანსფერებს ,,ინტერში''?
-ჩვენ გვაქვს ლიმიტი ახალი ფეხბურთელების გადმოსაყვანად. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ჭკვიანურად უნდა გავანაწილოთ ის ფული რასაც სპონსორები გვაძლევენ. გადმოვიყვანთ მხოლოდ იმ მოთამაშეებს რომლებიც ჩვენ მომავალში გამოგვადგებიან და დაგვეხმარებიან წარმატებების მიღწევაში. ჩვენ არ შეგვიძლია გადავიხადოთ მილიონები ფეხბურთელებში, მხოლოდ ჩვენი შესაძლებლობის მოთამაშეებს გადავიბირებთ. ხმაურიანი ტრანსფერები არ იქნება.

-თქვენი შვილის გარდა ,,ინტერი'' დაიმატებს ლეგიონერს საქართველოდან?
-ეხლა ამას არ უნდა ველოდოთ. მაგრამ არც ამის გამორიცხვა არ შეიძლება. ჩვენ ველაპარაკეთ ვალერი აბრამიძეს, მაგრამ ეს საკითხი ჰაერშია გამოკიდებული. მე არ შემიძლია მოგცეთ გარკვეული პასუხი.

-რას იტყვით სამირ აბასოვზე?
-სამირ აბასოვი იყო ჩვენთან კლუბის ოფისში მოსული, დაემშვიდობა ხელმძღვანელობას და წავიდა. მე გული მწყდება, რომ დავკარგეთ ასეთი ფეხბურთელი, მან ძალიან ბევრი გააკეთა კლუბისათვის. ჩვენ მას ვაფასებთ. არ შეიძლება არ დავაფასოთ მისი დამსახურებები და მე მას ვაფასებ როგორც ფეხბურთელს და როგორც პირადად ადამიანს, ამიტომაც იყო იგი ჩვენი კაპიტანი. ამავე დროს ჩვენ უნდა გავუგოთ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც მალე ამთავრებენ კარიერას. საფეხბურთო კარიერა ძალიან მოკლეა და ფეხბურთელს სადაც უკეთეს პირობებს შესთავაზებენ იქ აირჩევს წასვლას, ეს ბუნებრივიცაა. მინდა მას ახალ კლუბში წარმატებები ვუსურვო.

-ვინ იქნება ახალი კაპიტანი?
-ჩვენ ეხლახანს დავიწყეთ მზადება ახალი სეზონისათვის და ბულგარეთში წასვლის წინ გავარკვევთ კაპიტნის და ვიცე-კაპიტნის სამკლაურების მფლობელებსაც.

-ეს ადგილობრივი იქნება თუ ლეგიონერი?
-ეს ძალიან მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა. მე თავად ვიყავი საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი და ვიცი რასაც წარმოადგენს ეს. ჯერ ჩვენ არ ვიცით ვინ იქნება.

-თქვენ ასევე დაკარგეთ გიორგი ნავალოვსკი.

-მისი არენდა დასრულდა და ,,ანჟი''-მ გადაწყვიტა მისი დაბრუნება.


-ბევრს ლაპარაკობენ ,,ინტერი''-ს ფინანსურ პრობლემებზე. რა სიტუაციაა ამ კუთხით კლუბში?
-ჩვენ არ გვქონია არანაირი ფინანსური პრობლემა. შემიძლია ვთქვა, რომ კლუბს არცერთი მანათი არ მართებს არცერთი ფეხბურთელის, იმიტომ რომ ჩვენ ისეთ ტრანსფერებს ვანხორციელებთ, რომელიც კლუბის ჯიბეს არ ურტყავს. ზოგჯერ შეიძლება ხელფასებმა დაიგვიანოს 10-დღით, მაგრამ საბოლოო ჯამში ფეხბურთელები ყველაფერს სრულად იღებენ.

-კლუბური საქმეებიდან გადავიდეთ საერთოზე. როგორც ჩანს პრემიერლიგის ფორმატი არ შეიცვლება....
-სასურველია, რომ ჩემპიონატში თამაშობდეს 16-კლუბი, მაგრამ ამის განსჯა ჩემს კომპეტენციაში არ შედის. ზედა ექვსეულის თამაშები იყო და იქნება ძალიან საინტერესო, რასაც ვერ ვიტყვით ქვედა ექვსეულზე.

-გასულ სეზონში თქვენ არაერთხელ ჩიოდით მსაჯობაზე. რა ცვლილებები გსურთ, რომ ნახოთ ამ სფეროში?
-ვფიქრობ, რომ არა მხოლოდ მე არამედ სხვა მწვრთნელებსაც ჰქონდათ კითხვები მსაჯობისადმი. თუ ჩვენ გვსურს, რომ განვავითაროთ ფეხბურთი, მაშინ მსაჯების შეცდომები უნდა შემცირდეს.

 ირაკლი გიორგაძე

championat.ge

ნანახია: 831 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!