ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » ივნისი » 10 » ინტერვიუ: გიორგი ადამია: ,,ევროპის ლიგის ჯგუფში მსურს ,,ლივერპულს,, ვეთამაშოთ,,
00:58 ინტერვიუ: გიორგი ადამია: ,,ევროპის ლიგის ჯგუფში მსურს ,,ლივერპულს,, ვეთამაშოთ,, |
აზერბაიჯანული საფეხბურთო კლუბ ,,ყარაბახი''-ს ნახევარმცველმა გიორგი ადამიამ აზერბაიჯანულ გამოცემებთან azerisport.com-თან და«Зеркало»-სთან ინტერვიუში ისაუბრა აგდამელებთან კონტრაქტის გაგრძელებაზე, ასევე კლუბის პერსპექტივებზე ევროპის ლიგაში და ,,ლივერპულთან'' თამაშის სურვილზე.
-თქვენ გადაწყვიტეთ გაგეგრძელებინათ კონტრაქტი ,,ყარაბახთან''. უკვე შეეჩვიეთ ამ კლუბს? -ჩემთვის სასიამოვნოა ვითამაშო აგდამურ კლუბში და მე ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს იმისას, რომ დავტოვო კლუბი. ჩვენ მოვიპოვეთ ევროპის ლიგის საგზური, მე მახსოვს როგორ ითამაშა კლუბმა ,,რუსენბორგთან'' და ,,ჰონკა''-სთან გასულ წელს, მართალია მაშინ მე ,,ბაქი''-ში ვასპარეზობდი. ჩვენ დიდი იმედები გვაქვს.
-ის, რომ კლუბმა მოახერხა ძირითადი შემადგენლობის თითქმის სრულად შენარჩუნება, ეს დადებითად იმოქმედებს ევროტურნირებზე? -რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო შენარჩუნებულიყო ის ბირთვი, რაც ჩვენ გვყავდა. ასეთ მოკლე პერიოდში ახალი ღერძის აწყობა ძალიან მძიმე იქნებოდა. ჩვენს ძალებშია რომ მივაღწიოთ ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპს.
-თქვენ მართლა ასე თვლით? -რატომაც არა? თუკი ბატემ ითამაშა იქ, რატომ არ შეიძლება ჩვენც გავიდეთ? ჩვენი კლუბი ძალიან მეგობრულია, უბრალოდ საჭიროა ჩვენს ძალებში დავრწმუნდეთ. ბევრი რამეა დამოკიდებული კენჭისყრაზე, რამდენადაც მე ვიცი პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ,,ყარაბახი'' იქნება განთესილთა შორის, ეს ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ მიუთითებს.
-არ გსურთ, რომ ითამაშოთ თუნდაც ,,ლივერპული''-ს წინააღმდეგ? -რაც შეიძლება გვიან - სასურველია ჯგუფურ ეტაპზე.
-თუკი გასულ სეზონში ,,ყარაბახმა'' იასპარეზა ნორმალურად, როგორ შეაფასებდით თქვენს ასპარეზობას? -მე მომეწონა. თან არ დაგვავიწყდეს, რომ მე კლუბს შევუერთდი გვიან, მაგრამ მე შემეძლო მეთამაშა უკეთ.
-თქვენ გახდით აპრილის თვეში ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე. ელოდით? -ვერ დაიჯერებთ, მაგრამ ამის შესახებ ინტერნეტის მეშვეობით შევიტყვე, მე მაშინ საქართველოში ვიყავი. პრიზს მივიღებ ამ დღეებში, ჯერ დრო არ მქონია. მადლობა ყველას ვინც მე ამირჩია.
-აზერბაიჯანის ჩემპიონატის ახალ სეზონში რჩება ,,ექვსეულები''-ს სისტემა. რა აზრი გაქვთ ამასთან დაკავშირებით? -საინტერესო რეგლამენტია. მე მომეწონა კონკურენცია და ინტრიგა, რომელიც შენარჩუნებული იყო ჩემპიონატის ბოლო ტურამდე. მაგრამ სასურველია, რომ მეორე ეტაპის წინ კლუბებს ქულები საერთოდ არ ჰქონდეთ, ანაც ის შენარჩუნდეს პირველი ეტაპის მიხედვით. ,,ოქროს'' ქულები ბევრს წყვიტავს. რა თქმა უნდა, უნდა იქნეს მოფიქრებული რაღაც იდეა მეორე ,,ექვსეული''-სთვისაც - მათი თამაშები ძალიან უინტერესოდ მიდის.
-პარასკევს იწყება მსოფლიოს ჩემპიონატი. ვის მხარეს არის თქვენი სიმპატიები? -არგენტინას ვქომაგობ. მე ყოველთვის მათკენ ვარ მსოფლიოს ჩემპიონატებზე. ხოლო როცა ტარდება ევროპის ჩემპიონატი, მაშინ ჩემი სიმპატიები ესპანეთის მხარესაა. სწორედ ისინი გახდნენ ევროპის ბოლო ჩემპიონები. იმედია არგენტინელები შეძლებენ ჩემს გახარებას ამ ზაფხულს, ისევე როგორც ესპანელებმა გამახარეს 2-წლის წინ.
ირაკლი გიორგაძეchampionat.ge
|
ნანახია: 880 |
დაამატა: Admin2
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
რეკლამა |
|
|
|