ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ორშაბათი, 30.12.2024, 19:28


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ივნისი » 15 » ინტერვიუ გია გეგუჩაძესთან
20:17
ინტერვიუ გია გეგუჩაძესთან

 

სეზონის შეფასება დეტალებში, ამჯერად მთავარი მწვრთნელის მხრიდან. აზრი ახალწვეულებზე და სამომავლო გეგმები, "დინამოს" ბრალდება და მიზანი ევროტურნირებზე - "ზესტაფონის" თავკაც გია გეგუჩაძეს ამ და სხვა საინტერესო თემებზე გავესაუბრეთ.

- საუბარი გასული სეზონის შეფასებით დავიწყოთ. კმაყოფილი ხართ?
- კმაყოფილი ვერ ვიქნები, რადგან მეტის მიღწევა გვსურდა და არ გამოგვივიდა. ასე რომ, ჩემი გუნდის ასპარეზობას ჩემპიონატსა და თასის გათამაშებაზე დადებითად ვერ შევაფასებ.
- მაინც, რატომ ვერ განახორციელეთ მიზანი - რა ფაქტორებს დაასახელებდით, ტრავმებს, მსაჯობას, საქართველოში მოედნების ცუდ მდგომარეობას...
- მიზეზი არაერთია, მაგრამ მიზეზებზე ყურადღების გადატანა არ მჩვევია. ამაზე გუნდთან და ჩემს შტაბთანაც მქონდა საუბარი და ყველას ვუთხარი, მიზეზი ჩვენს თავში უნდა ვეძებოთ-მეთქი. ყველა მიზეზის დაძლევა და უკეთესი შედეგის ჩვენება შეგვეძლო, უბრალოდ, ხასიათის მეტი სიმტკიცე გვჭირდება. ამასთან, ყველა თამაშზე მეტი მოტივაციაა საჭირო, ამის გამო ბევრი დაუგეგმავი ქულა დავკარგეთ. ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენში მოედნების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არ არის. ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩანაფიქრის განუხორციელებლობის მიზეზები საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ.
- გასული ჩემპიონატისთვის გადამწყვეტი უმთავრესად "ოლიმპთან' თქვენი გუნდის საშინაო მატჩი იყო, რომელიც მომხდარი ინციდენტის გამო არბიტრმა შეწყვიტა და შეხვედრა არ დასრულებულა. მაინც რა მოხდებოდა, იმ მატჩის არბიტრ გიორგი ვადაჭკორიას შეხვედრა რომ ჩაემთავრებინა?
- ვფიქრობ, თამაშის გაგრძელება არბიტრის მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა.
- ამით თუ შეიცვლებოდა სატურნირო ცხრილი? ის მატჩი რომ მოგეგოთ, მაშინ რა იქნებოდა?
- შეიძლება ფრე ყოფილიყო, შეიძლება მოგვეგო კიდეც, გადაჭრით ძნელია რამის თქმა... ის ინციდენტი რომ არ მომხდარიყო, სამი საკვანძო ფეხბურთელი დისკვალიფიკაციის გამო არ გამოგვაკლდებოდა. ამ მოთამაშეების დისკვალიფიკაციით სერიოზული დანაკლისი განვიცადეთ.
- რომელი მატჩები დაგამახსოვრდათ კარგად და ცუდად. ვგულისხმობ როგორც შედეგს, ასევე გამართულ, სწორ თამაშს...
- ჩვენს თამაშში არაერთი კარგი და ცუდი მომენტები ყოფილა. იყო მატჩები, რომელშიც თამაშის ხარისხი და შესრულება ძალიან მაღალი იყო, მაგრამ ვერ მოვიგეთ. უამრავი საგოლე მომენტი შევქმენით, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ. ამის მაგალითად "ლოკომოტივთან" ჩატარებული მატჩები შემიძლია დავასახელო. ზოგ მატჩში ცუდად ვითამაშეთ. ასეთთა შორის უმთავრესად "ვიტ ჯორჯიასთან" თასის საპასუხო შეხვედრას დავასახელებდი.
- გასულ სეზონში დუბლშემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელმა არაერთი მატჩი ჩაატარა მთავარ გუნდში. მათ გარჯას როგორ შეაფასებდით?
- ჩვენი კლუბის პოლიტიკიდან გამომდინარე, ახალგაზრდებს ყოველთვის მიეცემათ მთავარ გუნდში თავის გამოჩენის შესაძლებლობა. თუმცა ეს მათ სწორად უნდა აღიქვან და გაიგონ. ეს მათთვის სტიმული და ავანსად გაცემული იმედია, რომელიც დიდი შრომით უნდა გაამართლონ. ისინი ახლა ყალიბდებიან, უკეთეს დონეზე შეუძლიათ თამაში და მათგან მომავალში მეტს ველით.
- განვლილ ჩემპიონატში მსაჯობას როგორ შეაფასებდით?
- მომიტევეთ, მაგრამ მსაჯობაზე არ მიყვარს ლაპარაკი.
- დასრულდა სეზონი და 4 ფეხბურთელი გამოგაკლდათ, კორღალიძე, გამეზარდაშვილი, მჭედლიშვილი და კაჭკაჭიშვილი. რამდენადაც მახსოვს, ყველა მათგანის საკონტრაქტო ვადა არ ამოწურულა...
- ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გავწყვიტეთ მათთან კონტრაქტები.
- ორი ფეხბურთელი დაიმატეთ - ნახევარმცველი შოთა ბაბუნაშვილი და თავდამსხმელი გოგი ფიფია. ახალწვეულებზე რას გვეტყოდით?
- მათ სრულ ნდობას ვუცხადებთ და საკმაოდ დიდ იმედებს ვამყარებთ. ბაბუნაშვილსა და ფიფიას კარგად ვიცნობ. მათ უკეთეს დონეზე შეუძლიათ თამაში, ვიდრე ეს აქამდე იყო. თუმცა აქვე ვიტყოდი იმასაც, რომ ჩვენს გუნდში დიდი კონკურენციაა და სასტარტო შემადგენლობაში ადგილის მოსაპოვებლად მათაც ბრძოლა მოუწევთ. ერთი სიტყვით, კარგი ფეხბურთელები დავიმატეთ, როგორც მოთამაშეები, ასევე პიროვნულადაც, ორივე მტკიცე ხასიათის მოთამაშეა და ამ კონკურენციაში ბოლომდე იბრძოლებენ.
- ოთხი ფეხბურთელი გამოგაკლდათ და ორი დაიმატეთ. ალბათ ამით არ დასრულებულა "ზესტაფონის" გაძლიერება. კიდევ რა პოზიციაზე აპირებთ მოთამაშეების დამატებას?
- დიახ, ამ ორი ფეხბურთელის შემატებით გუნდის გაძლიერება არ დასრულებულა. ვთვლი, რომ ამ ეტაპზე, ჩვენი გუნდის შუა ხაზი საკმაოდ ძლიერია. ნახევარდაცვაში თითო პოზიციაზე ორი ფეხბურთელი გვყავს და ყველა მათგანს სრულფასოვნად შეუძლია მეორის შეცვლა. ჩემი აზრით, თავდასხმისა და დაცვის ხაზში გაძლერება გვჭირდება.
- ალბათ უკვე შეიგულეთ ფეხბურთელები. ავსტრიაში, მოსამზადებელი შეკრების განმავლობაში ახალი მოთამაშეები ხომ არ შემოგიერთდებიან?
- შეგულებული არავინ გვყავს, ძიების პროცესში ვართ. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ავსტრიაში აგენტებმა ფეხბურთელები შემოგვთავაზონ. სასურველია, რომ ქართველი ფეხბურთელი დავიმატოთ, თუმცა უცხოელსაც არ გამოვრიცხავ. იმასაც გეტყვით, რომ ჯერჯერობით არავისთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას.
- გავრცელებული ხმების მიხედვით, "ზესტაფონში" მცველი დავით გიგაური და ნახევარმცველი ზვიად ჩხეტიანი შეიძლება გამოჩნდნენ...
- გიგაურზე არ გვიფიქრია, ზვიად ჩხეტიანი რამდენიმე დღის განმავლობაში ვარჯიშობდა ჩვენს გუნდში, მაგრამ ამ ეტაპზე უარი ვთქვით მის დამატებაზე.
- ავსტრიაში 2 კვირით იდეალურ პირობებში მომზადება და 4 საკონტროლო მატჩი ძლიერ სპარინგებთან. წესით, "ზესტაფონს" ეს მოსამზადებელი შეკრება დიდად უნდა წაადგეს...
- გეთანხმებით, კარგი პირობები, ძლიერი სპარინგები... შევეცდებით, ეს პერიოდი მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ამხანაგური მატჩებისთვის ძლიერი სპარინგები შეგნებულად ავირჩიეთ, რადგან ასეთ მეტოქესთან ნათლად ჩანს გუნდის სუსტი და ძლიერი მხარეები.
- შარშან "ზესტაფონს" რამდენიმე წამი დააკლდა შვედური ბარიერის გადასალახავად. წელს ევროპის ლიგაზე პირველი მატჩი 1-ელ ივლისს გიწევთ. საკმარისია დრო სათანადოდ მოსამზადებლად?
- დრო საკმარისია, მაგრამ ვწუხვარ, რომ ფეხბურთელებს მეტი დასვენების საშუალება არ ჰქონდათ. ჩვენს ფეხბურთელებს ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებში მოუწიათ თამაშმა და სხვებთან შედარებით, დასვენებისთვის დრო ნაკლები დარჩათ. შესაბამისად, ასეთებს ინდივიდუალურად მივუდექით და შესაბამისი პროგრამით ვავარჯიშებთ.
ერთი სიტყვით, მოსამზადებლად დრო საკმარისია, მაგრამ ევროტურნირზე წარმატებით ასპარეზობისთვის, წილისყრაზეც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ხშირად ვიხსენებთ "ჰელსინგბორგთან" მატჩებს და მე მგონი ამან ნეგატიურადაც კი იმოქმედა ჩვენს ფეხბურთელებზე. მართალია, შვედებთან კარგად ჩატარებული ამ მატჩების შემდეგ, ჩვენმა ფეხბურთელებმა უფრო ირწმუნეს საკუთარი ძალების. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მოთამაშეებს დიდხანს მოუწიათ ამ შთაბეჭდილებების ქვეშ ყოფნამ. ალბათ ამით აიხსნება, ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ გუნდებთან მატჩებში დაკარგული ქულები.
- დაბოლოს, "დინამოსგან" წამოსულ ბრალდებაზე მინდა გკითხოთ. მაინც რა ინფორმაციას გაწვდიდათ ფიზმომზადების მწვრთნელი ივო კატუშიჩი მეტოქე ბანაკიდან?
- კატუშიჩს რა ინფორმაცია უნდა მოეწოდებინა, უმისოდაც კარგად ვიცნობ "დინამოს" და ვიცი ამ გუნდის შესაძლებლობები... როგორც ფეხბურთელს უმთავრდება კონტრაქტი კლუბთან და მასთან შეიძლება მოლაპარაკებების დაწყება, ვფიქრობ, ისევე შეიძლება მწვრთნელთანაც. მართალი გითხრათ, ამ თემაზე არ მინდა საუბარი. კატუშიჩს დაუსრულდა საკონტრაქტო ვადა და ახალ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი. ეს იყო და ეს.

 

  გაზეთი "ლელო"
ნანახია: 822 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!